"რუსეთის საავიაციო ჯგუფის თვითმფრინავმა ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია"

"რუსეთის საავიაციო ჯგუფის თვითმფრინავმა ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია"

სამხედრო თვითმფრინავმა სირიაში რუსეთის საავიაციო ჯგუფიდან ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია, ერთი მილის სიღრმეში შეიჭრა და მალევე დატოვა. "ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მოშე იალონმა რადიოსადგურ "ისრაელის ხმას" განუცხადა. "იყო პატარა შეცდომა და მფრინავი ჩვენ საჰაერო სივრცეში შემოიჭრა ერთი მილის სიღრმეში. მას მაშინვე დაუკავშირდნენ, რის შედეგადაც თვითმფრინავმა კურსი იცვალა და სირიაში დაბრუნდა", - განაცხადა იალონმა. მინისტრს მომხდარის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ვინაიდან რუსეთის თვითმფრინავები ისრაელის ტერიტორიაზე დარტყმებს არ ახორციელებენ, არ არსებობს საჭიროება მათი ავტომატურად ჩამოგდების. ზუსტად ისე, როგორც ჩვენ არ ვუშლით მათ მოქმედებას და არ ვერევით იმაში, თუ რა ხდება სირიაში, ზუსტად ასევე არ გვიშლიან ჩვენც ვიფრინოთ და ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესების შესაბამისად", - განაცხადა იალონმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა