გერმანიის მცხოვრებთა 48% 2017 წლის არჩევნების შემდეგ ანგელა მერკელს კანცლერად აღარ ისურვებდა

გერმანიის მცხოვრებთა 48% 2017 წლის არჩევნების შემდეგ ანგელა მერკელს კანცლერად აღარ ისურვებდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პოპულარობას კარგავს - გერმანიის მოქალაქეთა უმეტესობა არ ისურვებდა მის ნახვას 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამავე თანამდებობაზე. ამას მოწმობს გამოკითხვის შედეგები, რომელიც სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა "Emnid"-მა გაზეთ "Bild am Sonntag"-ის დაკვეთით ჩაატარა.

გამოკითხვის შედეგებით ირკვევა, რომ 48 %-ს არ სურს ანგელა მერკელმა ქვეყნის მთავრობას უხელმძღვანელოს. მომხრე 44 %-ია.

გამოკითხულთა 47 % უკმაყოფილების მიზეზად კანცლერის სამიგრაციო პოლიტიკას ასახელებს და მიიჩნევს, რომ დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს ვერ გაუმკლავდა, 40 % კი ამ მხრივ კმაყოფილია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა