ევროკავშირი მზადაა, თურქეთის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება მიანიჭოს

ევროკავშირი მზადაა, თურქეთის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება მიანიჭოს

ევროკავშირი მზადაა თურქეთის მოქალაქეებს 2016 წლის ოქტომბრიდან შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლება მიანიჭოს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" სააგენტო დპა-ზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, სწორედ ეს ვადები განიხილება ევროკავშირ-თურქეთის დღევანდელ სამიტზე, რომელიც ამ დროისთვის ბრიუსელში იმართება და დევნილთა საკითხის მოგვარებისადმია მიმართული. ამ დრომდე თურქეთთან ვიზების გამარტივების საკითხი არასოდეს განხილულა.

გამოცემის ინფორმაციითვე, ერთ-ერთი პირობაა 2016 წლის ივნისიდან ევროკავშირსა და თურქეთს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების ამოქმედება. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ის 2017 წლის 1-ელი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ეს შეთანხმება ევროკავშირიდან თურქეთში მესამე ქვეყნიდან დევნილების დაბრუნებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ევროკავშირი ანკარისთვის სამი მილიარდი ევროს გამოყოფას აპირებს დევნილების პრობლემის გადასაჭრელად. ამის შესახებ "როიტერი" შემაჯამებელი დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც სამიტის დასასრულ უნდა მიიღონ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა