პარიზში აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

პარიზში აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

პარიზში სამართალდამცველებმა 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაარბიეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის ინფორმაციით, აქტივისტებმა სამართალდამცველებს ბოთლები და სანთლები დაუშინეს. ორგანიზატორთა ცნობით, მიტინგში 10 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციის მონაცემებით, დემონტრანტთა რაოდენობა 4 500-ს არ აღემატებოდა. პარიზის ტერაქტების შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლებამ საჯარო შეკრებები აკრძალა.

ანალოგიური აკრძალვა ტერაქტების შემდეგ მოქმედებს ბელგიის დედაქალაქში, მიუხედავად ამისა ბრიუსელის ქუჩებში 4 000-მდე ეკო-აქტივისტი გამოვიდა.

საპროტესტო აქცია გაიმართ ბერლინშიც, სადაც, "გრინფისის" ორგანიზებით, 17 000-მდე ადამიანმა მსვლელობა ცენტრალური სადგურიდან ბრანდენბურგის კარიბჭემდე გამართა. ლონდონში კი, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის გააქტიურების მოთხოვნით 50 000-მდე ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებს დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინიც შეუერთდა.

საპროტესტო აქციები გაიმართა მადრიდსა და ათენშიც.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა