რუსულმა ავიაციამ სირიაში თურქული ჰუმანიტარული სატვირთო მანქანების კოლონა დაბომბა

რუსულმა ავიაციამ სირიაში თურქული ჰუმანიტარული სატვირთო მანქანების კოლონა დაბომბა

რუსულმა ავიაციამ სირიაში თურქულ ობიექტებზე მორიგი იერიში მიიტანა. როგორც თურქული მედია იტყობინება, თვითმფრინავებმა სირიის ქალაქ ალეპოს ააზეზის რაიონთან თურქული სატვირთო მანქანების კოლონა დაბომბა. დაიღუპა ორი ადამიანი, 11 კი დაშავდა.

სატვირთო მანქანებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთი ჩაჰქონდა.

კიდევ ერთი იერიში რუსულმა ავიაციამ საცხობზე მიიტანა, რომელიც თურქული ჰუმანიტარული ორგანიზაცია IHH-ის მიერ იყო აშენებული. დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა. საჰაერო თავდასხმა სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ იდლიბზე განხორციელდა.

თურქული მედია წერს, რომ საცხობი 16 თვის წინ გაიხსნა და ყოველდღიურად, პურით 40 000-მდე ადამიანს უზრუნველყოფდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა