ამერიკის სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსი "ისლამური სახელმწიფოს" შექმნაში ამერიკას ადანაშაულებს

ამერიკის სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსი "ისლამური სახელმწიფოს" შექმნაში ამერიკას ადანაშაულებს

ამერიკის საჯარო დაზვერვის ყოფილი უფროსი მაიკლ ფლინი ჟურნალ "დერ შპიგელთან" ინტერვიუში "ისლამური სახელმწიფოს" შექმნის მიზეზებზე საუბრობს. "ძალიან ვწუხვარ, რომ ამერიკა ერაყში შეიჭრა. ეს დიდი შეცდომა იყო. რამდენად სასტიკიც არ უნდა ყოფილიყო სადამ ჰუსეინი, მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება არასწორი იყო. იგივე ეხება კადაფის და ლიბიას, რომელიც ახლა შეუმდგარი სახელმწიფოა. უმნიშვნელოვანესი ისტორიული გაკვეთილი არის ის, რომ სტრატეგიული კუთხით ერაყში შეჭრა ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო", - აღნიშნავს ყოფილი სამხედრო.

აგრეთვე ფლინმა ხაზი გაუსვა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხება მხოლოდ ავიაციით შეუძლებელია და დასავლეთს რუსეთთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. "მწარე სიმართლე ისაა, რომ საჭიროა ისლამური სახელმწიფო თავის ტერიტორიიდან განვდევნოთ. რასაკვირველია, ამას დიდი დრო დასჭირდება. მაგრამ უნდა მოვძებნოთ და გავანადგუროთ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, მისი ქსელი, შევაჩეროთ ფინანსირება და იქამდე დავრჩეთ რეგიონში, სანამ სტაბილურობა არ აღსდგება".

"ამასთან, კონტრუქციულად უნდა ვითანამშრომლოთ მოსკოვთან. რუსეთმა გადაწყვიტა საომარი მოქმედებები გაეტარებინა სირიაში და ამან საბოლოოდ შეცვალა სიტუაცია. დასავლეთს აღარ შეუძლია იმის თქმა, რომ რუსეთი ბოროტებაა, რომელიც უნდა წავიდეს", - აცხადებს ფლინი.

მომზადებულია spiegel.de-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა