ალყაშემორტყმული "მოსკოვი" და საზღვარზე მობილიზებული ტანკები - თურქეთის საპასუხო ქმედებები

ალყაშემორტყმული "მოსკოვი" და საზღვარზე მობილიზებული ტანკები - თურქეთის საპასუხო ქმედებები

24 ნოემბერს საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ, მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობა დაიძაბა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან რუსეთი თურქეთთან უვიზო მიმოსვლას წყვეტს. იმავე დღეს თავდაცვის უწყებამ შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში Blackseafor საკუთარი მონაწილეობა შეაჩერა.

კრემლში თურქეთთან ეკონომიკური ურთიერობების გადახედვაზეც მსჯელობენ.

თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ რუსებმა, ჰეიმიმის საავიაციო ბაზა საზენიტო საშუალებებით გააძლიერეს, მაგრამ დაანონსებული მასალა სიმართლეს სრულად არ შეესაბამება. შორი მოქმედების საზენიტო კომპლექსები, რომლებიც რუსებმა საჩქაროდ ჩატანილი C-400-ებად გაასაღეს, სირიაში უფრო ადრე მოხვდნენ. განსხვავდება მათი ტიპიც - C-400-ების ნაცვლად, რუსულ თვითმფრინავებს წინამორბედი მოდელები С-300ПМУ-2-ები იცავენ.

ჰაერსაწინააღდმდეგო თავდაცვის გაძლიერებას ემსახურებოდა 25 ნოემბერს სირიის ნაპირებთან შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ "მოსკოვის" გაგზავნაც.

კრემლის საპასუხო სიტყვიერი განცხადებების პარალელურად, აქტიურ ქმედებებზე ანკარაც გადაერთო. ერდოღანის ბრძანებით, თურქეთის სანაპირო დაცვის ძალებმა ბოსფორსა და დარდანელს შორის მარმარილოს ზღვაში სამხედრო მანევრები დაიწყეს. სწავლების მიზანს სრუტეების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში მათი ოპერატიული გადაკეტვის შესაძლებლობის დამუშავება წარმოადგენდა.

მანევრებისას შეიზღუდა სრუტეებში გემების გადაადგილება. გამონაკლისი მხოლოდ თურქეთის დროშის ქვეშ მყოფი მცურავი საშუალებებისთვის იყო დაშვებული. სპეციალისტებმა ეს ქმედება ბოსფორისა და დარდანელის რუსული სამხედრო ხომალდებისთვის გადაკეტვის ერთ-ერთ მეთოდად შეაფასეს. და მართლაც, უკანასკნელი დღეებში სევასტოპლიდან და ნოვოროსიისგან არცერთი რუსული სამხედრო მცურავი საშუალების გამოსვლა არ დაფიქსირებულა. ამავდროულად, ოფიციალურად სრუტეების დახურვის შესახებ ანკარას განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. როგორც ჩანს, თურქები პარიზის კლიმატურ სამიტს ელოდნენ, სადაც მსოფლიო ლიდერები იყვნენ შეკრებილნი.

სრუტეების დაკეტვა "სირიული ტრანზიტისთვის" სერიოზული პრობლემაა. საზღვაო გზით სამხედრო კონტიგენტის მომარაგების შეუძლებლობა რუსებს ბევრ სირთულეს მოუტანს. ალტერნატიული საზღვაო მარშრუტის გაყვანა ჰიბრალტარის გავლით შეიძლება. მაგრამ ეს მნიშვნელოვნად გაზრდის "სირიული ტრანზიტის" დროს და მის ღირებულებას კოლოსალურ ციფრამდე აიყვანს. ამ ეტაპზე ერთადერთი გზა აღმოსავლეთის მხრიდან არსებული საჰაერო დერეფანია.

უკეთეს მდგომარეობაში არც სირიის ნაპირებთან მყოფი კრეისერი "მოსკოვია". 30 დეკემბერს გავრცელებული ცნობით, მის მახლობლად ორი თურქული წყალქვეშა ნავი იმყოფება. ისინი რუსული ხომალდის ქმედებებს ყურადღებით აკვირდებიან.

საზღვაო ძალებთან ერთად, სირიის საზღვრებთან თურქებმა სამხედრო ტექნიკას და ცოცხალ ძალას მოუყარეს თავი. მათ შორის Leopard 2A4-ის ტიპის ტანკებს.

არაა გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში ანკარამ მოსკოვს, სირიის ტერიტორიის ხარჯზე ბუფერული ზონის შექმნა მოთხოვოს, სადაც რუსებისთვის სამხედრო მოქმედებების წარმოება და საბრძოლო ფრენების განხორციელება აიკრძალება.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE-ს სამხედრო მიმომხილველი

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა