Wall Street Journal-ი და New York Times-ი სუს-ის მიერ ISIS-სთან სავარაუდო კავშირისთვის 4 პირის დაკავებაზე სტატიას აქვეყნებენ

Wall Street Journal-ი და New York Times-ი სუს-ის მიერ ISIS-სთან სავარაუდო კავშირისთვის 4 პირის დაკავებაზე სტატიას აქვეყნებენ

საქართველოში "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის გამო ოთხი პირის დაკავება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. "New York Times"-ი აქვეყნებს "ესოშიეითედ პრესის" მომზადებულ მასალას, სადაც მოყვანილია სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადება დაკავების დეტალების შესახებ.

ლევან იზორიას თქმით, მათ 11 საცხოვრებელი სახლი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკეს. ამოღებულია ისლამური სახელმწიფოს დროშა, საბრძოლო მასალა და DVD დისკები. იზორიას თქმით, გამოძიება გრძელდება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები გურიის რეგიონიდან არიან, სადაც ბევრი მუსლიმი ცხოვრობს. გამოცემა ასევე წერს, რომ აქამდე დაკავებების უმეტესობა უკავშირდებოდა პანკისის ხეობას, სადაც ეთნიკური ჩეჩნები ცხოვრობენ.

Wall Street Journal-მა კი საქართველოს შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ატვირთა. გამოცემა აღნიშნავს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა