აფეთქება სტამბულის მეტროს სადგურში -არის მსხვერპლი

აფეთქება სტამბულის მეტროს სადგურში -არის მსხვერპლი

სტამბულის მეტროს სადგურ "ბაირამფაშაში"'ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც "ბი-ბი-სი"'იუწყება, არიან დაშავებულები. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქის კიდევ რამდენიმე ადგილზე.

ხელისუფლებამ მეტროს ქსელის მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ტელეკომპანია "NTV"-ს ინფორმაციით, დადასტურდა ვერსია, რომ აფეთქება თვითნაკეთის ბომბით განხორციელდა, რომელიც მეტროს სადგურის მიწისზედა გადასასვლელთან პარკირებულ ავტომობილში იყო დამონტაჟებული. ტელეკომპანიის ცნობით, დაშავებულია ერთი ადამიანი. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

ამასთან, სტამბულის პოლიციას ოფიციალური განცხადება ტერაქტთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა