სტამბულის ბაირამფაშას რაიონში თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა

სტამბულის ბაირამფაშას რაიონში თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა

სტამბულის ბაირამფაშას რაიონში ბომბი აფეთქდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქალაქის უსაფრთხოების სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

ტელეკომპანია "NTV"-ს ინფორმაციით, დადასტურდა ვერსია, რომ აფეთქება თვითნაკეთის ბომბით განხორციელდა, რომელიც მეტროს სადგურის მიწისზედა გადასასვლელთან პარკირებულ ავტომობილში იყო დამონტაჟებული. ტელეკომპანიის ცნობით, დაშავებულია ერთი ადამიანი. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

ამასთან, სტამბულის პოლიციას ოფიციალური განცხადება ტერაქტთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა