რუსეთის მთავრობამ იმ პროდუქციის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც თურქეთიდან რუსეთში ვეღარ შევა

რუსეთის მთავრობამ იმ პროდუქციის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც თურქეთიდან რუსეთში ვეღარ შევა

რუსეთის მთავრობამ უკვე დაამტკიცა სოფლის მეურნეობის, ნედლეულისა და მრეწველობის პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც თურქეთიდან რუსეთში 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ვეღარ შევა. ამის შესახებ რუსული მედია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

ციტრუსის გარდა, ჩამონათვალში მოხვდა ქათმისა და ინდაურის ხორცეული, ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, კიტრი, ყურძენი ვაშლი, მსხალი, გარგარი, ატამი, მარწყვი და სხვა პროდუქცია.

ამავე დოკუმენტით, თურქეთიდან რუსეთში მარილის შეტანაც აიკრძალება. აღნიშნული დადგენილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა