რუსულ ბაზარზე თურქულ პროდუქციას ეგვიპტური ჩაანაცვლებს?

რუსულ ბაზარზე თურქულ პროდუქციას ეგვიპტური ჩაანაცვლებს?

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას მათ შორის ეკონომიკური კავშირების შეზღუდვაც მოჰყვა: ჩრდილოელმა მეზობელმა ჩვეულ ხრიკს მიმართა და თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესა. აშკარაა, რომ თურქული მხარისთვის ყველაზე მტკივნეული სურსათის იმპორტის აკრძალვაა. ამ სანქციების გამო თურქეთი რუსეთის ტერიტორიაზე 2016 წლის 1-ლი იანვრიდან ფორთოხალს, მანდარინსა და რამდენიმე სახეობის პროდუქტს ვეღარ შეიტანს და ათეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციისთვის გასაღების სხვა ბაზრების ძებნა მოუწევს. თავის მხრივ, რუსეთმაც დაიწყო ზრუნვა თურქული იმპორტის სხვა ქვეყნის იმპორტით ჩანაცვლებაზე. ყველაზე რეალური კანდიდატი ამ სიტუაციაში ეგვიპტეა. ეგვიპტის საქმიანი წრეები არც მალავენ რუსეთის ბაზარზე სურსათისა და ციტრუსების შეტანის სურვილს. რუსული საინფორმაციო წყაროებიც წერენ, რომ ეგვიპტის საქმიან წრეებს უკვე ჰქონდათ შეხვედრები და მოლაპარაკებები რუსეთის სანიტარული სამსახურის მუშაკებთან. გარდა სურსათისა, ქაირო მოსკოვს რძის პროდუქტების იმპორტის გაზრდასაც სთავაზობს. ასე რომ, უახლოეს მომავალში რუსულ ბაზარზე სავსებით ახალი რეალობა შეიქმნება: ძალზე მაღალია ალბათობა, რომ თურქული პროდუქცია ეგვიპტურმა ჩაანაცვლოს და საქართველოს ამ რეალობასთან შეგუება მოუხდეს.

ეკონომიკის ექსპერტები მსჯელობენ, თუ რა დადებითი, ან უარყოფითი შედეგი მოჰყვება ჩვენთვის ორი დიდი მეზობლის დაპირისპირებას და რუსეთის ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშის - ეგვიპტის გამოჩენას. ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, რუსეთ-თურქეთის კონფლიქტს ჯერჯერობით ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოჰყვა:

ემზარ ჯგერენაია: "შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის არსებულ დაძაბულობას დადებითი მოვლენა მოჰყვა, როდესაც თურქეთის და აზერბაიჯანის პირველი პირები ერთმანეთს შეხვდნენ და "შახდენიზი 2"-ის პროექტი დააჩქარეს.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა