8 შვილიანი პარლამენტარი ბობოქარი სამოდელო წარსულით

8 შვილიანი პარლამენტარი ბობოქარი სამოდელო წარსულით

რამდენიმე წლის წინ ისრაელის ერთ-ერთი პოპულარული პოლიტიკოსი ანასტასია მიხაელი ორჯერ შევიდა ისტორიაში, როგორც ქნესეთის პირველი მოქმედი დეპუტატი, რომელიც პარლამენტის კადენციის პერიოდში გახდა დედა და პირველი რვაშვილიანი დეპუტატი ქალი. პარტია "ჩვენი სახლი - ისრაელის" დეპუტატი წარმოშობით რუსია.

სტუდენტობის წლებში ანასტასიამ კონკურსში "სანკტ-პეტერბურგის ტოპ-მოდელი" პირველი ადგილი მოიპოვა. მისი ცხოვრება ფილმის სცენარს წააგავს. დაიბადა 1975 წელს ლენინგრადის მახლობლად, დაამთავრა პეტერბურგის ტელეკომუნიკაციების უნივერსიტეტის მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის ფაკულტეტი. სტუდენტობის დროს პარიზის პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი გააფორმა და წარმატებით მოღვაწეობდა სამოდელო ბიზნესში.

1997 წელს იოსებ სამუელსონზე (ქვეყნის ყოფილი ჩემპიონი კრივში, ინჟინერ-ელექტრიკოსი და ამჟამად ბიზნესმენი) დაქორწინდა და ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ანასტასიამ იუდაიზმი მიიღო და ივრითი შეისწავლა. შემდეგ ბარ-ილანის უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობდა ისრაელის ტელეარხში "ისრაელი პლუს" ტელეწამყვანად, გადაიღეს რამდენიმე ფილმში. ასევე აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ამჟამად იგი მე-18 მოწვევის ქნესეთის დეპუტატია, აგრეთვე ებრაული სააგენტოს "შინ ერთად" საბჭოს პროექტის წევრი და ისრაელის სიონისტური კონგრესის წევრი გახლავთ.

ქნესეთის რამდენიმე კომისიაში მუშაობს: ქალთა სტატუსის უფლებების დამცველის, განათლების, კულტურისა და სპორტის, ტრეფიკინგისა და სახელმწიფო კონტროლის საკითხების.

ისრაელში ანასტასია უყვართ და მის პირად ცხოვრებას აქტიურად განიხილავენ. 8 შვილის დედამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ 10 შვილის ყოლა სურს.

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა