პუტინთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს ხაჭაპურით გაუმასპინძლდნენ

პუტინთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს ხაჭაპურით გაუმასპინძლდნენ

17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ, შემაჯამებელ პრესკონფერენციას მართავს. როგორც RT იუწყება, წელს პრესკონფერენციაზე რეკორდული რაოდენობის ჟურნალისტები არიან აკრედიტირებულნი - 1400 ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან.

აღსანიშნავია, რომ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში შეიკრიბნენ, პრესკონფერენციის დაწყებამდე მსუბუქი წასახემსებლები დაახვედრეს. მენიუში კრუასანებთან და ორცხობილებთან ერთად ხაჭაპურიც იყო, რომელმაც, როგორც bloknot.ru იუწყება, სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა