ვლადიმერ პუტინის "ფრთიანი ფრაზების" ათეული

ვლადიმერ პუტინის "ფრთიანი ფრაზების" ათეული

17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ტრადიციული, წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 1400-მდე მედია-წარმომადგენელი დაესწრო. რუსულმა მედიამ შეკრიბა პრეზიდენტის წლევანდელი და წინა წლების ფრთიანი ფრაზები, ჩვენ რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:

იხილეთ ვიდეო

- თუ ვინმემ თურქეთის ხელისუფლებაში გადაწყვიტა, ამერიკელებს ერთი ადგილი აულოკოს, არ ვიცი, ეს ამერიკელებს სჭირდებათ თუ არა

- საქართველო უკრაინაში საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეების ექსპორტითაა დაკავებული. ეს (სააკაშვილის დანიშვნა ოდესის გუბერნატორად) უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხება იყო

- გიამბობთ ძველ ანეკდოტს. ორი მეგობარი ხვდება ერთმანეთს. ერთი მეორეს ეკითხება, როგორაა მისი საქმეები. მეორე პასუხობს: ხან ისე, ხან ასე, თეთრი ხაზი, ხან შავი ხაზი. ახლა რომელია? - ახლა შავი. გადის ნახევარი წელიწადი, ისევ ხვდებიან ერთმანეთს. ახლა როგორაა საქმე? აი, ახლა შავი ხაზია. კი მაგრამ, 6 თვის წინაც ხო შავი ხაზი იყო? მაშინ თეთრი ხაზი ყოფილა... - პასუხობს მეგობარი (ეს კომენტარი პრეზიდენტმა რუსეთის ეკონომიკაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა)

- ვიაგრა გეცადათ, იქნებ ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდეს

- ჩვენ მზად ვართ ხელი გავუწოდოთ ყველა პარტნიორს, მაგრამ გაფრთხილებთ - ჩვენ გრძელი ხელები გვაქვს

- სამწუხაროდ, რუსეთი თანამედროვე სამყაროს ნაწილია.

- რუსულ სატელევიზიო ეთერში ძალიან ბევრი ძალადობა და სიკვდილია, სამაგიეროდ, ძალიან ცოტაა ფილმი ომზე

- ვარ თუ არა მე წმინდა წყლის დემოკრატი? რა თქმა უნდა, მე აბსოლუტური დემოკრატი ვარ. მაგრამ უბედურება იცით, რაშია? იმაში, რომ მე ასეთი ერთადერთი ვარ, სხვა მსგავსი მსოფლიოში არაა. მაჰათმა განდის სიკვდილის შემდეგ, სალაპარაკოც კი არავისთან მაქვს.

- მე ძალიან აფორიაქებულიც არ ვიყავი ბუშის რანჩოზე ღამის გათევის შემდეგ. მას თვითონ უნდა ეფიქრა, რომ საკუთარ სახლში დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი შეუშვა. მაგრამ თვითონ ბუშიც - ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი უფროსის შვილია. აქედან გამომდინარე ჩვენ საოჯახო წრეში ვტრიალებდით და თავი ცუდად არ გვიგრძვნია.

- ჩვენ მზად ვართ ნატოსთან დიალოგი ვაწარმოოთ, იმ შემთხვევაში, თუ მას მონოლოგის სახე ექნება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა