მუსლიმმა მგზავრებმა ქრისტიანები დახოცვას გადაარჩინეს

მუსლიმმა მგზავრებმა ქრისტიანები დახოცვას გადაარჩინეს

ორშაბათს სომალელმა მებრძოლებმა კენიაში ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ის და მისი მეგობარი მუსლიმები არ დაემორჩილნენ თავდამსხმელების მოთხოვნას, გამოეაშკარავებინათ ქრისტიანი მგზავრები. თავდასხმა ქალაქ მანდერაში, კენიის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელდა.

აბდი მუჰამედ აბდი, მუსლიმი, რომელიც მგზავრებს შორის იმყოფებოდა, ამბობს, რომ 10-ზე მეტი მებრძოლი დაესხა თავს ავტობუსს და მუსლიმებს უბრძანეს, ქრისტიანებს გამოჰყოფოდნენ, რაზეც მათგან უარი მიიღეს. "რამდენიმე არამუსლიმს ჩვენი რელიგიური ნივთებიც მივეცით, რომ ეტარებინათ, ვითომ მუსულმანები იყვნენ და თავდამსხმელებს არ გამოეაშკარავებინათ", - განაცხადა აბდიმ.

"ერთმანეთთან მჭიდროდ ვიდექით. მებრძოლები გვემუქრებოდნენ, გესვრითო, მაგრამ ჩვენ მაინც ვიცავდით ჩვენს ძმებს და დებს და არ გამოვყოფილვართ. საბოლოოდ დაგვანებეს თავი და წავიდნენ, მაგრამ გაგვაფრთხილეს, რომ დაბრუნდებოდნენ", - განაცხადა მან.

მომზადებულია nytimes.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა