ვაშინგტონში ბარაკ ობამას დაცვის წევრი გაქურდეს

ვაშინგტონში ბარაკ ობამას დაცვის წევრი გაქურდეს

ვაშინგტონში ამერიკის საიდუმლო სამსახურის აგენტს, რომელიც სახელმწიფოს მაღალჩინოსნებს იცავს, აგენტის მოწმობა, პისტოლეტი, რაცია, ყურსასმენები და USB პორტი მოპარეს.

ქურდობა დღისით მოხდა, როდესაც საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი საკუთარ ავტომობილს ვაშინგტონის ცენტრში, სამსახურის ოფისთან აყენებდა. ამერიკის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს მომხდარის კომენტირებაზე, მაგრამ აღნიშნეს, რომ სააგენტოს ყველა USB-ს პაროლი ადევს და მათი გატეხვა შეუძლებელია. ასე რომ, მომხდარი არ აისახება საიდუმლო სამსახურის მუშაობაზე და საფრთხეს არ შეიცავს იმ ადამიანებისთვის, ვისაც სააგენტო იცავს, მათ შორის კი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც არის.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა