უკრაინაში სააკაშვილის პოპულარობა რეკორდებს ხსნის

უკრაინაში სააკაშვილის პოპულარობა რეკორდებს ხსნის

უკრაინის პოლიტიკურ ავანსცენაზე სერიოზული ბრძოლა დაიწყო. ერთმანეთს პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენუკი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი შეერკინნენ. ორივე კორუფციასთან ყველაზე სასტიკი მებრძოლის ტიტულის მოპოვებას ცდილობს. ამასთან, სააკაშვილი გამოკითხვების თანახმად ლიდერობს.

ტყუილად არ იცემდა მჯიღს გულზე სააკაშილი კიევში იმის დასამტკიცებლად, რომ ახალი სამშობლოს ნამდვილი პატრიოტია. ვარშავაში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პოლონელებს განუცხადა, რომ უკრაინელობა მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

”ჩემთვის სიტუაცია ნათელია. როდესაც პრეზიდენტი აღარ ხარ, შეუძლიათ მოგკლან. ევროკავშირში მე ცოცხალი დავრჩები. და ამაშია ევროკავშირის უპირატესობა”, - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ამასთან, დასავლური პრესა მას უკრაინის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად მოიხსენიებს. ბრიტანული გამოცემა Financial Times წერს: ავაკოვთან მომხდარი სკანდალის შემდეგ სააკაშვილმა საკუთარი პოზიციები გაიმყარა. უკრიანელი ქართველის პოტენციური ამომრჩევლების მხრიდან მხარდაჭერის მაჩვენებელი რეკორდულ 40 პროცენტს უტოლდება, ორჯერ მეტს, ვიდრე თავად პოროშენკოსას.

რეფორმების ჩავარდნის და ეკონომიკის კატასტროფული მდგომარეობის გამო სააკაშვილი საკუთარ თავს ერთადერთ ადამიანად მიიჩნევს, რომელსაც შეუძლია ხმამაღლა ისაუბროს უკრაინაში კორუფციული ნეოფეოდალიზმის აღორძინებაზე.

ავაკოვთან მომხდარმა სკანდალმა სააკაშვილის სასარგებლოდ იმუშავა. წესით, ავაკოვის და პოროშენკოს მთავრობის დადანაშაულების შემდეგ სააკაშვილისთვის იაცენუკის ბრალეულობის მტკიცებულება უნდა მოეთხოვათ. თუ მტკიცებულება არ იქნებოდა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ. ამის მაგივრად პოროშენკომ არაფერი მოიმოქმედა, რაც უმრავლესობამ სააკაშვილთან თანხმობის გამოცხადებად აღიქვა.

მომზადებულია minval.az-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა