რა ღირს სიგარეტი ევროპაში - რუკა ფასების მიხედვით

რა ღირს სიგარეტი ევროპაში - რუკა ფასების მიხედვით

ახალი წლიდან ზოგიერთი დასახელების სიგარეტზე ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა, თუმცა არა ყველა სავაჭრო ობიექტში. თბილისში ზოგიერთ სავაჭრო ობიექტში, ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული "პარლამენტზე", "მარლბოროზე", "ჩესტერფილდსა" და "ელ ემ"-ზე, ნაწილში კი - გამყიდველების თქმით, ამ დასახელების სიგარეტები, რომელიც კომპანია "ომეგას" შემოაქვს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღარ მიუღიათ, დარჩენილ მარაგს კი ძველ ფასად ყიდიან. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, გაძვირებასთან აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას არანაირი კავშირი არ აქვს და ეს ამ ბაზარზე სიგარეტის სახეობის მიწოდება მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს უკავშირდება.

"პალიტრა ტვ" დაინტერესდა, რა ღირს თამბაქო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში? (იხილეთ ვიდეო)

ქვეყნები, სადაც სიგარეტი განსაკუთრებით ძვირი ღირს, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი და ირლანდიაა. მაგალითად, ნორვეგიაში თამბაქოს ფასი - 11.29 ევროა; დიდ ბრიტანეთში - 11.78 ევრო, ხოლო ირლანდიაში - 9.60 ევრო.

რაც შეეხება ევროპაში სიგარეტის დაბალ ფასებს, შეიძლება ითქვას, რომ ბელორუსი ევროპაში "მწეველთა სამოთხეა". იქ კოლოფი სიგარეტი 98 ცენტი ღირს. ბელგიასთან მიახლოებულია სიგარეტის ფასი უკრაინაშიც - 1 კოლოფ სიგარეტს 1.05 ევროდ შეიძენთ. სამაგიეროდ, სიგარეტის ფასზე ბელორუსის მცირე მაჩვენებელს 11-ჯერ აღემატება ნორვეგია, სადაც როგორც უკვე ავღნიშნეთ, კოლოფი სიგარეტი 11.29 ევრო ღირს.

ევროპის თამბაქოს მწარმოებელთა ასოციაციის ინფოგრაფიკა, რომელზეც მოცემულია 2015 წლის გაზაფხულის მონაცემები. თეთრად მონიშნულ ქვეყნებში თამბაქოს ღირებულება 2 ფუნტზე ნაკლებია (1 ფუნტი=3.55), წითლად მონიშნულში კი ყველაზე მაღალი - 6 ფუნტი და მეტი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა