ნინო ანანიაშვილი Telegraph-მა ყველა დროის 12 საუკეთესო ბალერინას შორის დაასახელა

ნინო ანანიაშვილი Telegraph-მა ყველა დროის 12 საუკეთესო ბალერინას შორის დაასახელა

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის კულტურის მიმოხილვაში "ყველა დროის 12 საუკეთესო ბალერინას" შორის, მსოფლიოში აღიარებულ ბალეტის ლეგენდებთან ერთად გამოცემამ ქართველი ნინო ანანიაშვილიც დაასახელა.

ანა პავლოვა, გალინა ულანოვა, ალისია მარკოვა, მარგო ფონტეინი, დარსი ბუსელი, თამარა როხო და კიდევ რამდენიმე აღიარებულ მოცეკვავეს შორის დასახელებული ნინო ანანიაშვილის კარიერა, სტატიის ავტორმა რამდენიმე სიტყვით ასე მიმოიხილა: "გრაციოზულობა, მისტიკა, მაგიურობა, გამომხატველობა და ტექნიკური ჯადოქრობა, "ჩაითრიოს" პუბლიკა მასთან ერთად ვნებებსა და ოცნებებში - სწორედ ეს ნიშნები განასხვავებს ჭეშმარიტ ბალერინებს ბალეტის მოცეკვავეთა ლეგიონებისგან. საქართველოში დაბადებული და მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ქართველი პრიმა-ბალერინა ნინა ანანიაშვილი, რომელიც ამჟამად საქართველოში ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელია, ამ ელიტარული წრის წარმომადგენელია".

Nino Ananiashvili selected among 12 of the greatest ballerinas of all time by The Telegraph

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა