ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
10:25 / 09-11-2016
ტრამპების "ვერსალის სასახლე" მანჰეტენზე - სად ცხოვრობს კაცი, რომელიც შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტი გახდეს
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აშშ-ის საკვანძო შტატებში პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი" კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს. ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ტრამპი იმარჯვებს ფლორიდას შტატში, რომელსაც არჩევნებში საკვანძო მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, ამერიკის მომავალი პრეზიდენტი სწორედ დონალდ ტრამპი გახდეს, ექსცენტრიკული მილიარდერი ბობოქარი წარსულითა და ჯერ გაურკვეველი პოლიტიკური მომავლით.

ამერიკელი ბიზნეს-მაგნატი, ინვესტორი და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი "ფორბსის" მილიარდერთა სიაში 72-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. 70 წლის ბიზნესმენი, რომელიც უძრავი ქონებისა და ტელევიზიის სფეროში წლებია მოღვაწეობს,
დროის უმეტეს ნაწილს მეხუთე ავენიუზე მდებარე "ტრამპ თაუერში" ატარებს - სადაც მუშაობს და ცხოვრობს კიდეც.

იხილეთ ვიდეო

სამდონიანი პენტჰაუსი, რომელიც შუაგულ მანჰეტენზე მდებარეობს და ცენტრალ პარკს გადაჰყურებს, უფრო ვერსალის სასახლეს მოგაგონებთ. 24-კარატიანი ოქროსა და ბრილიანტის დეტალები, მარმარილო და ხელით მოხატული ფრესკები ჭერზე - ეს იმ ფუფუნების მცირე ნაწილია, რაც ტრამპების სახლში თვალში მოხვდება მნახველს. იგი ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და ძვირადღირებული პენტჰაუსია ნიუ-იორკში და 100 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

პრეზიდენტობის კანდიდატი პენტჰაუსში მესამე მეუღლესთან - სლოვენიელ მოდელ მელანი შნაუსთან და 10 წლის ვაჟიშვილთან ბარონ უილიამ ტრამპთან ერთად ცხოვრობს.

დაათვალიერეთ ტრამპების პენტჰაუსი
15:36 / 09-11-2016
სოსო -s
0
ტრამპი მილიარდერია, რაც "ცოტათი" განსხვავდება ოლიგარქისგან!
15:31 / 09-11-2016
???????
0
brola*-ს, ტრამპსა და KRISA-ს შორის განსხვავება გაგიჭირდა? ეხმარება არა ფლავი?
მსგავსი სიახლეები
+VIDEO| ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეცდომით შევიდა ოთახში, სადაც ცერემონია მიმდინარეობდა
"იმედია, ბევრი კარგი მოგონება დაგვიგროვდება ჩვენს ახალ სახლში"
ხურციძე იმედოვნებს, რომ უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა
"საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა"
+VIDEO ჯუკანოვიჩმა მომხდარი ღიმილით აღიქვა. თუმცა, დონალდ ტრამპს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია
"ეს ჩემი პოზიციაა. ეს არის, რისიც მჯერა და ამას კატეგორიულად მოვითხოვ"
"საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია"
"დიდი პატივი მქონდა დღეს თეთრ სახლში მივსალმებოდი გიორგი კვირიკაშვილს"
+VIDEO: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:32 / 28-06-2017  Image ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა
იგი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ სამოქალაქო დავას იწყებს
19:23 / 28-06-2017  Image "საშიშროება იყო, რომ ეტლში ჩამჯდარი დავრჩებოდი" - გიორგი გოცირიძე ქართველი ექიმების შეცდომებზე საუბრობს
"თურქეთში ქირურგმა მითხრა, ოპერაცია არასწორად არის გაკეთებულიო"
10:25 / 28-06-2017  Image საკუთარი ბინა თვეში 210 დოლარიდან!
სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ უნიკალურ შეთავაზებას აანონსებს
22:51 / 28-06-2017  Image "უკეთესი იქნება პროფესიული სტანდარტების დაცვაზე გეზრუნა...გთავაზობ სანაძლეოს" - გიგი უგულავა ნიკა გვარამიას მიმართავს
"ნიკა, ძვირფასო, ონლაინ გამოკითხვები რომ არაზუსტია ეს ყველამ კარგად ვიცით"
15:07 / 28-06-2017  Image მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს 4 თვის წინ შექმნილი ოჯახი დაენგრა
ყვილმა ინსტაგრამიდან ერთმანეთის ფოტოები წაშალა
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49