რა იპოვეს პარიზის ლეგენდარული სენ-მარტენის არხის დაშრობის შემდეგ

რა იპოვეს პარიზის ლეგენდარული სენ-მარტენის არხის დაშრობის შემდეგ

ბოლო 15 წლის განმავლობაში, პარიზის სენ-მარტენის ხიდი პირველად დააშრეს და მისი გაწმენდის დროს, შლამში ასობით უცნაური და მოულოდნელი ნივთი იპოვეს. არხი საფრანგეთის დედაქალაქის შუაგულში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და ექსკლუზიურ უბანში მდებარეობს და ბოლო წლებში ღამის ცხოვრებისა და ტურისტების თავშეყრის ადგილად იქცა. ამერიკელმა იმპრესიონისტმა ალფრედ სისლეიმ 1870 წელს არხი უკვდავყო ნახატში - "სენ-მარტენის არხი პარიზში".

იხილეთ ვიდეო

5 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი ბოლოს 2001 წელს გაწმინდეს და მაშინ არხიდან 40 ტონა ნაგავი ამოიტანეს, რომელთა შორის ოქროს მონეტები, ინვალიდის ეტლი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ორი ჭურვი და მცირე ზომის მანქანაც კი იყო.

წელს კი, არხში "დამალულ საგანძურს" შორის ველოსიპედები, სკუტერები, რადიომიმღები, ფოტოაპარატი და ასობით სხვა ნივთი აღმოჩნდა. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა პისტოლეტიც იპოვეს, რომელიც უკვე გადაეცა პოლიციის განყოფილებას შესასწავლად.

არხის წყლისგან დაცლა, გაწმენდა და მისი ჩამკეტების განახლება ქალაქის ბიუჯეტს 9 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდება. ამავე ხარჯებში შედის სენ მარტენის არხში მობინადრე 5 ტონამდე კალმახის, კობრისა და კაპარჭინას გადაყვანა სხვა არხში, ვიდრე სენ-მარტენი გაიწმინდება და ხელახლა შეივსება წყლით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა