პარიზში მოკლული თავდამსხმელი თავს ქართველად ასაღებდა

პარიზში მოკლული თავდამსხმელი თავს ქართველად ასაღებდა

პარიზში მოკლული თავდამსხმელი თავს ქართველად ასაღებდა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. ინციდენტი გასულ ხუთშაბათს მოხდა, როდესაც დანით შეიარაღებული "ისლამური სახელმწიფოს" წევრი პარიზში მდებარე პოლიციის ერთ-ერთ შენობას დაესხა თავს, რა დროსაც ისლამურ ლოზუნგებს სკანდირებდა. სამართალდამცველებმა ის ადგილზე მოკლეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი ტუნისელი ტარეკ ბელგასემი, საფრანგეთში გამგზავრებამდე გერმანიაში, თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში ცხოვრობდა.

მან გერმანიის ხელისუფლებას, თავშესაფრის მიღების თხოვნით რამდენჯერმე, სხვადასხვა სახელითა და გვარით მიმართა. მათ შორის ერთ-ერთი განაცხადის შეტანის დროს მიუთითა, რომ საქართველოში იყო დაბადებული.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა