საქართველოს საკონსულო სტამბოლში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავებაზე ინფორმაციას არ ფლობს

საქართველოს საკონსულო სტამბოლში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავებაზე ინფორმაციას არ ფლობს

საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბოლში ადგილობრივ სამართალდამცველებთან მუშაობს, რათა სტამბულში მომხდარი აფეთქების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, არიან თუ არა აფეთქების შედეგად დაღუპულთა ან დაშავებულთა რიგებში საქართველოს მოქალაქეები.

აფეთქება სტამბოლის ცენტრში, ისტორიული სულთანაჰმედის მოედანზე მოხდა. თურქეული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 10 და დაშავებულია 15 ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. ტერიტორიაზე იმყოფებიან გამნაღმველებიც. პოლიციას შემთხვევის ადგილი გადაკეტილი აქვს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა