კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:01 / 12-01-2016
პირველი კადრები სტამბოლის ცენტრიდან, სადაც აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა
განახლებული|
სტამბოლის ცენტრში აფეთქება, სავარაუდოდ, "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა. ამის შესახებ "როიტერსის" ცნობით, თურქეთის სამართალდამცავი უწყებები იტყობინებიან.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით კი, თავდასხმის უკან, შესაძლოა, სირიელი ტერორისტი იდგეს.
"ვგმობ აფეთქებას, რომელიც სავარაუდოდ, სირიელი წარმოშობის ადამიანმა განახორციელა", - განაცხადა ერდოღანმა.

"სულთანაჰმედის" მოედანზე დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, მსხვერლთა შორის უცხოელი ტურისტებიც არიან. თუმცა, უცნობია, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან ისინი. "სულთანაჰმედის" მოედანი სტამბოლში ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.

საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბოლში
You must have Flash Player installed in order to see this player.
ადგილობრივ სამართალდამცველებთან მუშაობს, რათა სტამბულში მომხდარი აფეთქების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს, - ამის შესახებ "ამბები.გე"-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, არიან თუ არა აფეთქების შედეგად დაღუპულთა ან დაშავებულთა რიგებში საქართველოს მოქალაქეები.

"თურქეთის ქალაქ სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუშაობს ადგილობრივ სამართალდამცავებთან დამატებითი ცნობების მოპოვების მიზნით. გენერალური საკონსულოს თანამშრომლები მიემგზავრებიან შემთხვევის ადგილზე ვითარების გაცნობის მიზნით. დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის. საერთაშორისო მედიის ცნობით დაღუპულია 10, დაშავებულია 15-მდე ადამიანი", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო
11:35 / 13-01-2016
შენ ხან ჭრი, ხან კერავ, მოიცა, ოკუპანტი სახელმწიფო (თუ ამას აღარ აღიარებ, რომ ოკუპანტია რუსეთი?) ძირს რომ უთხრის საქართველოს და II მსოფლიო ომის ძეგლის აფეთქებაზე მნიშვნელოვან ზარალს აყენებს, შენთვის დაუჯერებელია?

და რუსეთუმე თუ არ ვარ, თურქეთუმე ვარ?

ეგ ეკლესია, შენ რომ აპელირებ, არაკანონიკურად გამოაცხადა საპატრიარქომ მანამდე და რუსებმა რამდენი კანონიკური ეკლესია დაანგრიეს და ეხლაც ანგრევენ აფხაზეთში, იქნებ ესაც არ იცი?

რუსი პროსტიტუტკები და მათი "ბიზნესით" გამოკვებილი ოჯახები რუსეთში უფრო იზარალებენ თურქეთში თუ კრიზისი დაიწყება და ისიც მეეჭვება რუსეთის კრიზისმა წინ რომ არ გაუსწროს მაგას.
ეს ისე, ცნობისათვის, კი ხართ შეკრებილი სპეც-სასტავი ამ საიტზე, მაგრამ მაინც ხანდიხან ამდენ სისულელეს ვეღარ ავიტან ხოლმე ..
მსქროლავი ტროლი -s
09:44 / 13-01-2016
ზაფხულში უტურისტოდ დარჩენილი შრომასგადაჩვეული თურქები დაერევიან საკუთარ მთავრობას!
ძაააააან ძვირი "ღირებულა" რუსული თვითმფრინავი......
100%
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:53 / 29-06-2016  Image "სულხან მოლაშვილს მეუღლის სახლიდან გაასვენებენ, რადგან საკუთარი აღარაფერი დაუტოვეს"
"მოლაშვილზე სისტემატური ძალადობა ხორციელდებოდა"
19:16 / 29-06-2016  Image თურქული მედია ერთ-ერთი სავარაუდო ტერორისტის ფოტოს აქვეყნებს
ამოცნობა ფეხსაცმლის მეშვეობით მოხდა
10:16 / 29-06-2016  Image დეტალური ინფორმაცია ავტომობილებზე - ”ომეგა მოტორსმა” ახალი ვებ-გვერდი შექმნა
BMW-ს და MINI-ს ოფიციალურმა იმპორტიორმა საქართველოში, ”ომეგა მოტორსმა” ახალი ვებ-გვერდი შექმნა
12:31 / 29-06-2016  Image ბავშვთა კლინიკაში მომხდარი ფაქტებიდან ერთ-ერთი ნაწილობრივ დასტურდება - რა დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ
"კათეტერის ამოღებისას, პაციენტს მაკრატლით კანი და კანქვეშა ქსოვილი დაუზიანდა"
14:02 / 29-06-2016  Image "დილით ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას... სასწაულების მჯერა" - ჯანო იზორიას ემოციური სამადლობელი პოსტი
"მინდა, უშველებელი მკლავები მქონდეს და ყველა ჩაგიკრათ გულში"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49