პირველი კადრები სტამბოლის ცენტრიდან, სადაც აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

პირველი კადრები სტამბოლის ცენტრიდან, სადაც აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

განახლებული|

სტამბოლის ცენტრში აფეთქება, სავარაუდოდ, "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა. ამის შესახებ "როიტერსის" ცნობით, თურქეთის სამართალდამცავი უწყებები იტყობინებიან.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით კი, თავდასხმის უკან, შესაძლოა, სირიელი ტერორისტი იდგეს.

"ვგმობ აფეთქებას, რომელიც სავარაუდოდ, სირიელი წარმოშობის ადამიანმა განახორციელა", - განაცხადა ერდოღანმა.

"სულთანაჰმედის" მოედანზე დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, მსხვერლთა შორის უცხოელი ტურისტებიც არიან. თუმცა, უცნობია, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან ისინი. "სულთანაჰმედის" მოედანი სტამბოლში ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.

საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბოლში ადგილობრივ სამართალდამცველებთან მუშაობს, რათა სტამბულში მომხდარი აფეთქების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს, - ამის შესახებ "ამბები.გე"-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, არიან თუ არა აფეთქების შედეგად დაღუპულთა ან დაშავებულთა რიგებში საქართველოს მოქალაქეები.

"თურქეთის ქალაქ სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუშაობს ადგილობრივ სამართალდამცავებთან დამატებითი ცნობების მოპოვების მიზნით. გენერალური საკონსულოს თანამშრომლები მიემგზავრებიან შემთხვევის ადგილზე ვითარების გაცნობის მიზნით. დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის. საერთაშორისო მედიის ცნობით დაღუპულია 10, დაშავებულია 15-მდე ადამიანი", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა