მამამ 14 წლის შვილი მოკლა, რომელიც მძარცველში აერია

მამამ 14 წლის შვილი მოკლა, რომელიც მძარცველში აერია

ცინცინატში მამამ შემთხვევით 14 წლის ვაჟიშვილი მოკლა. როგორც პოლიცია ამბობს, მას შვილი სახლში შემოჭრილი მძარცველი ეგონა. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მამაკაცს შვილი სკოლაში ეგონა, თუმცა მოზარდი გასვლიდან მალევე მობრუნდა სახლში. მამამ სარდაფიდან ხმები გაიგონა, იარაღი აიღო და შესამოწმებლად გაეშურა. როდესაც შეამჩნია, რომ სახლში ვიღაც იმყოფებოდა, შეშინდა და ცეცხლი გახსნა. 14 წლის ბიჭს ტყვია კისერში მოხვდა. მოზარდი ცინცინატის ბავშვთა ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამერიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი შეცდომით მძარცველი ჰგონიათ და საკუთარი ოჯახის წევრებს კლავენ. გასულ თვეს ფლორიდაში ქალმა საკუთარი ქალიშვილი მოკლა, როდესაც დაინახა, რომ მის ოთახში ვიღაც შედიოდა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია washingtonpost.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა