ჯო ბაიდენი გარდაცვლილ შვილზე და პრეზიდენტ ობამაზე ემოციურ ეპიზოდს იხსენებს

ჯო ბაიდენი გარდაცვლილ შვილზე და პრეზიდენტ ობამაზე ემოციურ ეპიზოდს იხსენებს

"სიენენთან" ინტერვიუში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა გაიხსენა, თუ როგორ იყო პრეზიდენტი ობამა შეწუხებული და ნერვიულობდა, როცა ჯო ბაიდენის უფროს ვაჟს ჯანმრთელობის პრობლემების გამო გენერალური პროკურორის პოსტის დატოვება მოუხდა.

ბაიდენის თქმით, მან პრეზიდენტთან საუბრისას ახსენა, რომ მისი შვილის ბიუს ოჯახის გამო ძალიან ღელავდა, რადგან ისინი შემოსავლის გარეშე რჩებოდნენ. ბაიდენს ობამამ ფინანსური დახმარება შესთავაზა.

"მე ვუთხარი, გამოვძვრებით-თქო, ვუთხარი, სახლს გავყიდი და ყველაფერი გადაივლის-თქო. წამოდგა და მითხრა, სახლი არ გაყიდო. დამპირდი ჯო, რომ სახლს არ გაყიდი, მე მოგცემ ფულს, რამდენიც დაგჭირდება - მითხრა მან. ვუთხარი, შეიძლება არც დაგვჭირდეს სახლის გაყიდვა-თქო და დაიჟინა, პირობა მომეცი, რომ არ გაყიდიო", - ყვება ბაიდენი.

ჯო ბაიდენის ვაჟი ბიუ ბაიდენი გასული წლის მაისში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. "მადლიერების დღე ძალიან მძიმე იყო, არავინ ვიყავით მზად, ბიუს ცარიელი სკამი დაგვენახა მაგიდასთან", - იხსენებს ვიცე-პრეზიდენტი და დასძენს, რომ ობამა მისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უფროსი ან მეგობარი. "ის ოჯახის წევრია", - აცხადებს ბაიდენი.

მომზადებულია cnn.com-ს მიხედვით

"ვაფრთხილებ ყველას, ვინც სომხეთს, ამ ბანდიტურ სახელმწიფოს უჭერს მხარს, ისინი პასუხს აგებენ კაცობრიობის წინაშე" - ერდოღანი

სომხური მედიის ინფორმაციით მთიან ყარაბაღში ორი ფრანგი ჟურნალისტი დაჭრეს

ცოლობაზე ხუთჯერ ნათქვამი უარი და ჯონ და ჯილ ბაიდენების რომანტიკული სიყვარულის ამბავი - ვინ არის ქალი, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის პირველი ლედი გახდეს