ირანს 2005 წელს დაწესებული სანქციები მოეხსნა

ირანს 2005 წელს დაწესებული სანქციები მოეხსნა

ირანს 2005 წელს დაწესებული სანქციები მოეხსნა ირანს ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციები მოეხსნა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესახებ ბრძანებას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ უკვე მოაწერა .

ამასთან, ირანისთვის სანქციების მოხსნის შესახებ არის საუბარი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამედ ჯავად ზარიფის ერთობლივ განცხადებაში.

"გამომდინარე იქიდან, რომ ირანმა შეასრულა ვალდებულებები, მოეხსნა მრავალმხრივი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდებოდა", - აღნიშნულია ერთობლივ დოკუმენტში.

ირანისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნის შედეგად მიიღეს.

ბირთვული პროგრამის შემუშავების გამო ირანის წინააღმდეგ სანქციები 2005 წელს შემოიღეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა