პუტინის საიდუმლო ქონება - რამდენ მილიარდს ფლობს რუსეთის პრეზიდენტი

პუტინის საიდუმლო ქონება - რამდენ მილიარდს ფლობს რუსეთის პრეზიდენტი

"პუტინის საიდუმლო ქონება", - ასე ეწოდება რიჩარდ ბილტონის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც "ბიბისის" პოპულარულ გადაცემა "პანორამაში" გავიდა.

ფილმის ავტორი წარსულში კრემლთან დაახლოებულ პირებს ხვდება, რომლებიც ყვებიან, როგორ მალავს რუსეთის პირველი პირი ქონებას. ფილმში რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი სტანისლავ ბელკოვსკი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია და მისი ქონება 40 მილიარდი დოლარია. ავტორი აღნიშნავს, რომ ბელკოვსკის ამ მონაცემებს ემთხვევა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ანგარიშის მონაცემებიც. თუმცა, თავად პუტინი ცხადია, უარყოფს ამ ბრალდებას.

იხილეთ ვიდეო

ამასთან ერთად, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ადამ შუბინი ფილმში აცხადებს, რომ აშშ-ის ხელისუფლებისთვის ცნობილია პუტინის კორუფციული სქემების შესახებ. "პუტინის ოფიციალური ხელფასი წელიწადში დაახლოებით 110 ათასი დოლარია. თუმცა, ეს პრეზიდენტის ერთადერთი შემოსავალი არ არის, რადგან პუტინი და მისი ახლო გარემოცვა სხვადასხვა კორუფციულ სქემაში არიან ჩართული. პრეზიდენტი ხელს უწყობს მხოლოდ თავისი ახლო მოკავშირეების გამდიდრებას და იმ ადამიანების მარგინალიზებას ახდენს, ვინც მის სამეგობრო წრეს არ მიეკუთვნება ან მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე არ არის. საუბარია სახელმწიფო აქტივებზე, რუსეთის ენერგეტიკულ სიმდიდრეზე და სხვა სახელმწიფო კონტრაქტებზე, რომელსაც პუტინი სამართავად მხოლოდ თავის მოკავშირეებს აძლევს", - აღნიშნა შუბინმა განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა