ქვეყანა, სადაც პენსია - 3 000 დოლარი, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი კი 15 000 დოლარია

ქვეყანა, სადაც პენსია - 3 000 დოლარი, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი კი 15 000 დოლარია

ქუვეითი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. ეს პატარა ქვეყანა, ფაქტობრივად, ნავთობში ცურავს. ქუვეითი უზარმაზარი სავაჭრო ცენტრია შუა უდაბნოში, სადაც მდიდარი ქუვეითელები სეირნობენ, თითოეულ მათგანს კი ორი ღარიბი ემიგრანტი ემსახურება.

ქუვეითელების 80% დასაქმებულია სახელმწიფო სამსახურში, დანარჩენები კი კომერციულ კომპანიებში, სადაც უზარმაზარი ხელფასები ენიშნებათ.

ყველა უცხოური კომპანია, რომელიც ქუვეითში მუშაობს, კანონის მიხედვით ვალდებულია, სამსახურში ადგილობრივი მიიღოს და მაღალი ხელფასი დაუნიშნოს.

მაგალითისთვის: ქუვეითელი ქარხანაში მუშად აიყვანეს, დაუნიშნეს ხელფასი 10 000 დოლარი, თუმცა, მის ნაცვლად ინდოელი "მონა" დღე და ღამეს ასწორებს მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ. თავად ქუვეითელი სამსახურშიც არ ცხადდება, მისი დათხოვნა კი შეუძლებელია.  ქუვეითის მოსახლეობა 3,5 მილიონ ადამიანს შეადგენს, თუმცა აქედან მხოლოდ 1 მილიონია ქუვეითის მოქალაქე. სწორედ ამ მილიონ ადამიანზე ნაწილდება ქვეყანაში ნავთობიდან მიღებული შემოსავალი. მაგალითად:

1. ახალდაქორწინებული წყვილი ქორწილში სახელმწიფოსგან საჩუქრად 250 000 დოლარს იღებს.

2. ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი - 15 000 დოლარია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივები რიგით ექიმებად არ მუშაობენ, მხოლოდ ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებენ.

3. ადგილობრივებისთვის მიწა კაპიკები ღირს, იპოთეკური კრედიტი 250 000 დოლარზე 0%-ია. 5-10 წლის შემდეგ კი დიდი შანსია, კრედიტის ნახევარი მოქალაქეს ჩამოაწერონ.

4. მედიცინა და განათლება უფასოა განაგრძეთ კითხვა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე