კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
11:50 / 30-01-2016
რას ყვებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი აფრიკელი ბავშვები სამხედროებზე
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian ვრცელ სტატიას უძღვნის გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების შესახებ, რომელშიც შესაძლოა ქართველი ჯარისკაცებიც ფიგურირებენ.

როგორც "გარდიანი" კომისარიატზე დაყრდნობით წერს, ინციდენტები 2014 წელს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგუიში, აეროპორტის სიახლოვეს მდებარე დევნილთა ბანაკში ან მის მახლობლად მოხდა, თუმცა ეს ფაქტები მხოლოდ ბოლო კვირებში გასაჯაროვდა.

როგორც "გარდიანი" წერს, გუშინ გაერო-მ მშვიდობისმყოფელებს ახალი ბრალდებები წაუყენა. გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ენტონი ბენბერიმ კი, გაასაჯაროვა ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობის ახალი ფაქტები, რომელშიც, როგორც "გარდიანი" იწერს, გაერო-ს მშვიდობისმყოფელები, ასევე პოლიციელები ბანგლადეშიდან, კონგოდან, ნიგერსა და სენეგალიდან მონაწილეობდნენ. ენტონი ბენბერიომ ასევე განაცხადა, რომ 2015 წელს დაფიქსირდა 69 დადასტურებული სექსუალური ძალადობის ან ექსპლუატაციის ფაქტი გაერო-ს 16 სამშვიდობო მისიაში მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 22 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოხდა. მაშინ როცა 2014 წელს დაფიქსირდა 51 მსგავსი ფაქტი.

ენტონი ბენბერის განცხადებით, გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მომავალ თვეს გამოაქვეყნებს ანგარიშს გასულ წელს მომხდარი ძალადობის ყველა ფაქტის შესახებ, მათ შორის დასახელდება ყველა ის ქვეყანა, რომლის სამხედრო მოსამსახურე ძალადობაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.

"გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, სამმა გოგონამ განაცხადა, რომ მას მიაჩნია, რომ მოძალადეები იყვნენ ქართული კონტინგენტის წევრები ევროკავშირის მისიიდან, კიდევ ერთი გოგონა სავარაუდოდ, გააუპატიურა ჯარისკაცმა სხვა ევროპული ქვეყნიდან, რომელიც არ დასახელდა, რადგან ამ შემთხვევაში დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო. გაერო-ს თანამშრომლები გაესაუბრნენ 7 წლის გოგონას და 9 წლის ბიჭს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათზე ძალადობა განახორციელეს სამხედროებმა ოპერაცია "სანგარისის" ჩატარების დროს. გოგონამ თქვა, რომ მას "ფრანგ ჯარისკაცებთან ორალური სექსი ჰქონდა წყლის ბოთლის და ტკბილეულის სანაცვლოდ", - ნათქვამია უმაღლესი კომისარიატის განცხადებაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუპერტ კოლვილმა განაცხადა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მომხდარ
სექსუალური ძალადობის ინციდენტებში სავარაუდოდ, 10 უცხოური ქვეყნის სამხედრო კონტინტენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მაგრამ რთულია იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რამდენი ჯარისკაცი იღებდა ამაში მონაწილეობას.

რუპერტ კოლვილის თქმით, სექსუალური ძალადობის ფაქტების აღკვეთის მიზნით და დაზარალებულთა დასახმარებლად გაერო-მ ახალი ნაბიჯები გადადგა. ახლა სამშვიდობო მისიის ყოველ ახალ წევრს ამოწმებენ, ხოლო თუ დადასტურდა, რომ ის მსგავს ფაქტებში ან ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობდა, მსახურების უფლებას არ აძლევენ.

გაერო ასევე სთხოვს სამშვიდობო მისიაში ჩართულ ქვეყნებს, დაასრულონ გამოძიება 6 თვეში და შედეგები საერთაშორისო ორგანიზაციას აცნობონ.
გარდა ამისა, გაერო-მ შეუწყვიტა ხელფასების გაცემა იმ პერსონალისთვის, რომელთა მიმართებაში დადასტურდა, რომ ძალადობის აქტები განახორციელეს.

ნახეთ ვიდეო| როგორ აშუქებს "ფრანს 24" ქართველი ჯარისკაცების სკანდალს აფრიკელ ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაზე


"ინტერპრესნიუსი"
09:27 / 08-02-2016
პაციფისტი - ს და ვინც მას ეთანხმება
0
არ დაბლოკოთ, რადგან რამდენჯერმე ვცადე ამის დაწრე არა არ გამოქვეყნდა

ჯარისკაცი არის დაბალი საფეხური წარმომადგენელი არა, (პირი გამოისუფთავე სანამ ასეთ რამეს იტყვი) აბა ,,მაღალი საფეხურის’’ წამომადგენელი არ კადრულობთ ბატონო ქვეყნის დაცვას :) . ეს ის ჯარიკაცებია, რომლების შინდისთან ერთმანეთის გადასარცენად სიცოცხლეს წირავდნენ მტერს მტრულად დახვდნენ და ქვეყანა შეგვინარჩუნეს და შეგვინახეს. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ,,ცისფერსისხლიანებს'' არსიტოკრატიული მანერების მქონე ხალხს ეს ქვეყანა სახრავად უნდათ და მზადა არიან მის დამცველ ხალხს ჩირქი მოსცხოს.

მერე კიდე ერთი საკითხია, ათასი სისულელით არის დაკავებული ხალხი და ამაში იმაზე მეტ ხელფასს იღებს ვიდრე ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები. მისიაში მიდის ხალხი და იქაც აქვთ ანაზრაურება (თუმცა ზოგიერთის ხელფასზე მატი მაინც არ არის), აბა არ გინდა ტყვიაზე წავიდეს კაცი და არაფერი არ აიღოს? როცა მომღერალი თავისი პროფესიით შოულობს ფულს და ორ სიმღერაში 1000 დოლარს იღებს სამხედრომ რა ქნას, მისი საქმე ომი და ბრძოლაა მისიაში უნდა წავიდეს თუ ქვეყანას ჭირდება აბა ვინ წავა მის ნაცვლად. იმ ბიჭებს, წვალებაში საკუთარი სისხლის და ოფლის ფასად აღებულ ორ კაპიკს რომ უთვლი (ორ კაპიკს ხო აბა სად გინახია მისიებში სიარულით მილიონები ეშოვის ჯარისკაცს ან ოფიცერს) და ვითომ დიდი აღმოჩენა გააკეთე მისიებში აღებული ფულით მანქანებს ყიდულობენ, სახლში რემონტებს აკეთებენო და ცოლები მოყავთო ეს დანაშაულია?! ჯარისკაცები მისიაში წავიდა და ამაში სახლმწიფო ანაზრაურებას თუ აძლევს ცუდი ყოფილა და სირცხვილია თურმე თუ ამ ფულს თავისთვის მოიხმარს მაგარი ლოგიკაა ჩემმა მზემ. შენ წაგართვა ან მე, ან ვინმეს ეს ფული. მისი სიცოცხლის რისკის ფასად აიღო და სახლი თუ გაარემონტა, მანქანა თუ იყიდა, ცოლი თუ მოიყვანა ეს დანაშაულია ან არაზნეობრივი საქციელია? ან ვინმე ისეთი არსებობს დედამოწაზე ვინც იტყვის: იცი რა ოჯახი მკიდია ფეხებზე და მარტო ქვეყნისთვის ვარ ჯარში ან რაიმეს ვაკეთებო. იმ ხალხის ქვეყნისადმი სიყვარული ოჯახის შვილების, დედის, მამის, დედმამიშვილის სიყვარულიდან მოდის ეს გაუგებარია, ანა ამას რომ მიხვდე ორი დიპოლომი უნდა გქონდეს?!

ჯარისკაცი ყველა ჩვენგანზე მაღლა დგას. მისი შეფასება მისი საქმიანობით ხდება და არა იმით ის რამდენად კომპეტენტურად საუბრობს ბოდლერზე ან რამდენად კარგად იცნობს რენესის ეპოქის მხატვართა შემოქმედებას. ესაა ადამიანური და ცვილიზებული მიდგომა და არა ის რასაც შენ ლაპარაკობ.
21:52 / 31-01-2016
mamia
0
იციტ რა მიკვირს იმ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 7და 9 წლის ბავშვებმა როგორ გაარჩიეს ვინ იყო ის ჯარისკაცები ვინც აპატიურებდათ, ენა ეცნოთ, გარეგნობა ეცნოთ, თუ ჩვენი დროშა იცნეს, ეს არის უსაფუძვლო ბრალდება რადგან ცენტრალურ აფრიკაში მოსახლეობის უმეტესობა წერა კითხვის უცოდინარია და თავისი სოფლის ან ქალაქის გარეთ იშვიათად გადიან, იმ გაერომ უფრო მეტი ფაქტები უნდა მოგვაწოდონ ამ დანაშაულის შესახებ თუ არადა თავი დაგვანებონ.
მსგავსი სიახლეები
შსს-მ ბიძის მიერ არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის საქმე გახსნა
სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულზე გამოძიება უკვე დაიწყო
შვილს 80 წლის დედასთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობა ჰქონდა
ხუთი თითიდან ერთი შეღებილი აღნიშნავს ხუთი ბავშვიდან ერთს, რომელზეც...
"ჩვენი ერი დიდი ხროვაა, რომელიც არაფრით განსხვავდება ჰიტლერის ამომრჩევლისგან"
"საქმე არის ბაია პატარაიაში და ნინია კაკაბაძეში, რეაქციონერ ლიბერალ ფემინისტებში, რომლებიც გამოირჩევიან ზედაპირული ანალიზით"
"ქართული ჯარი, 17 წლის განმავლობაში თავდადებით ემსახურება საერთაშორისო მშვიდობის ამოცანას"
"ახალი ერა იწყება 165-წლიანი ისტორიის მქონე ოპერის და ბალეტის თეატრში"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:23 / 20-10-2017  Image 2018 წლიდან გაზზე მომუშავე ავტომობილებისთვის რეგულაციები გამკაცრდება
საქართველოში დაახლოებით 200-250 ათასი ასეთი ავტომობილია
11:38 / 20-10-2017  Image ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის მიერ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქართველი ქალიც გახდა
"ქანდაკებასავით გავშეშდი, ცნობილი პროდიუსერი, რომელთანაც კულტურაზე სასაუბროდ მივედი, ხალათით დამხვდა"
21:25 / 19-10-2017  Image ინციდენტი ლიკა ქავჟარაძის ნახატების გამოფენაზე - თაყვანისმცემელმა მსახიობის პორტრეტი გაიტაცა
+PHOTO "არტ გალერეა ვაკეში" ლიკა ქავჟარაძის გამოფენა გაიმართა
10:50 / 20-10-2017  Image თუ იტალიის ლამაზ, პატარა ქალაქში საცხოვრებლად გადახვალთ, 2 000 ევროს გადაგიხდიან
კანდელაში უამრავი ცარიელი, თეთრი სახლია, პანორამული ტერასებით, ორნამენტებიანი აივნებით, რომლებიც ახალ მცხოვრებლებს ელოდებიან
14:49 / 20-10-2017  Image თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს საჯაროდ მიმართავს: "სწორედ ამ უაზრო დაპირისპირებების გამო, მან ბევრი დრო დაკარგა..."
"ნუთუ არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ხედვა გაგვაჩნდეს, ჩვენი აზრი?!"
პოპულარული კომენტარები
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რამდენი ,,სხვისი შვილი" მოუკლავთ თქვენი შვილისნაირ მთვრალ და დაუმორჩილებელ მძღოლებს, შეიძლება ზუსტად მაგ ფაქტით კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინეს პატრულებმა. ეგ პოლიციელები ბევრად მსხვერპლნი არიან მოცემულ მომენტში. ბევრი ფაქტი მოხდა და თამამად ვამბობ, თქვენს შვილს რომ ვინმე გაეტანა, ის ციხეში არ ჩაჯდებოდა! ყინვაში, ქარში, გრტიგალში გარეთ მომუშავე ყველა პოლიციელი არის გმირი? მათი ხელფასი იცით? იცით რომ მათაც ჰყავთ შვილები, რომლებიც მთვრალი მძღოლების პოტენციური მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც ჩემი შვილიც... გონიერად მივუდგეთ ყველა საკუთარი შვილების აღზრდას...
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49