საინტერესო ფაქტები ჰილარი კლინტონზე, რომლის შესახებ არ გსმენიათ...

საინტერესო ფაქტები ჰილარი კლინტონზე, რომლის შესახებ არ გსმენიათ...

იცოდით, რომ ჰილარი კლინტონი ნებისმიერ საჭმელს ცხარე საწებელს აყოლებს? რამდენიმე წლის წინ მას ჰკითხეს, თუ რა აუცილებელი ნივთები დააქვს მოგზაურობისას. პასუხად მან თავისი "ბლექბერი" და "აიპედი" დაასახელა, ბოლოს კი დასძინა, რომ მოგზაურობისას პილპილი და ერთი პატარა ბოთლი ცხარე საწებელიც მისი განუყრელი მეგობრები არიან.

იხილეთ ვიდეო

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტიც - ჰილარი კლინტონი "გრემის" მფლობელია. დაჯილდოება 1996 წელს გაიმართა და პრიზი მას საკუთარი წიგნის, "It Takes A Village'' აუდიო-ვერსიისათვის ერგო.

ქალბატონმა კლინტონმა 27 წლის ასაკში სცადა მეზღვაური გამხდარიყო, მაგრამ მან საკმაოდ უხეში უარი მიიღო. საზღვაო ძალების მიმართ დაუოკებელი ინტერესის გამო არკანზასის ფლოტს მიაშურა და რეკრუიტერს აუხსნა, რომ ფლოტში გაწევრიანების ან რეზერვში ჩაწერის დიდი სურვილი ჰქონდა. მას ასე უპასუხეს: "თქვენ ზედმეტად ასაკიანი ხართ ამ პოზიციისათვის, ალბათ კარგად ვეღარც ხედავთ და რაც მთავარია, ქალი ხართ''.

პირველი ლედის პოსტზე ყოფნისას მისი კოდური სახელი იყო "EverGreen'', მისი ქმრის, ბილ კლინტონის კი "Eagle''. თუ ოდესმე გინახავთ ტელესერიალი "The West Wing'', მაშინვე მიხვდებით, რომ ეს სახელები ამ სერიალიდან არის აღებული. სახელები აქტიურად გამოიყენებოდა 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც.

საინტერესოა ისიც, რომ ერთხელ მან ჯონ მაკკეინი დაათრო. 2004 წელს, როდესაც ისინი ესტონეთს სტუმრობდნენ, ორმა სენატორმა რესტორანში შევლა გადაწყვიტა, მაგიდასთან მათ არაყი მოითხოვეს და დალევაში შეჯიბრი მოაწყეს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კლინტონმა მაკკეინი ოთხი ჭიქით დაამარცხა.

ქალი, რომელსაც ისტორიაში პირველად აშშ-ის დაზვერვა ანდეს - ავრილ ჰეინსი ძიუდოისტია და საკუთარი ხელით თვითმფრინავის აწყობა შეუძლია

პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა, მექსიკასთან კედლის მშენებლობა - შეჩერებული: ტრამპის რა გადაწყვეტილებები გააუქმა ბაიდენმა მუშაობის პირველივე დღეს

"მიტოვებული“ ბერნი სანდერსი და ჩაძინებული ბილ კლინტონი - სოციალური ქსელების ფავორიტები ბაიდენის ინაუგურაციიდან (ფოტოები)