ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
14:40 / 05-02-2016
საინტერესო ცნობები ვლადიმერ პუტინის საიდუმლოებით მოცულ ქალიშვილზე
მოსკოვში, ნოვინსკის ბულვარზე ოთხი წლის წინ ელიტურ კორპუსში დაცვა დააყენეს, ბინების გაყიდვისას უთითებდნენ, რომ შესვლა მხოლოდ საშვით შეიძლებოდა, სახლს იცავდა შინაგანი ძალები და სპეცნაზი ამერიკული საელჩოდან. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, მსგავსი ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც კორპუსში ახალგაზრდა ქერათმიანი გოგონა გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც დაბურულმინებიანი ჯიპით დაყავდა აურაცხელი რაოდენობის დაცვას. ამ გოგონას დაბადების თარიღი და აღწერილობა ზუსტად ემთხვევა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის - მარიას მონაცემებს.

გოგონას დაცვის წევრები მოწიწებით მარია ვლადიმიროვნას ეძახიან. როგორც ცნობილია, ის უკვე მეოთხე განსხვავებული გვარით რეგისტრირდება ქვეყანაში. მარია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა სამედიცინო ფაკულტეტზე. მისი ერთ-ერთი კურსელი ყვება, რომ მაშას შესახებ ამბობდნენ, საიდუმლო რაკეტების კონსტრუქტორის შვილიაო. შემდეგ ჭორები გავრცელდა, მდიდარი გენერლის ქალიშვილიაო. "გენერალის ქალიშვილი" უზრუნველად ცხოვრობს, ბევრს მოგზაურობს, მდიდრული იახტებით მგზავრობს და უცხოეთში პედაგოგებს ქირაობს. მაგალითად, ლუქს კლასის მეგაიახტაზე სახელად "რია", მეგობრების კამპანიაში მაშამ მოგზაურობა მოაწყო მონტე კარლოს, იტალიის, საფრანგეთის და ესპანეთის გავლით. საზღვაო რეგისტრის ცნობით, იახტის ქირაობა დღეში 8170 ევრო ჯდება.

მარია ვლადიმიროვნა-ვორონცოვა კარგად სწავლობდა: 2011 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე. შემდეგ ასპირანტურაში ჩააბარა ენდოკრინოლოგიურ სამეცნიერო ცენტრში.

დაახლოებით ერთი წლის წინ, ნოვინსკის ბულვარზე ამერიკის საელჩოს სიახლოვეს მდებარე ელიტურ სახლში მეზობლები ვეღარ ხედავდნენ ქერათმიან გოგონას. ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა: მან გოგონა გააჩინა და სამედიცინო მეცნიერების კანდიდატ მარია ფასენად გადაიქცა.

გარდა ქალიშვილის აღზრდისა და სამეცნიერო შრომისა, 30 წლის მარია აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო პროექტში, რომელიც ეხმარება ენდოკრინოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს. ასევე კითხულობს ლექციებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ სტუდენტებს მის ფოტოზე ასახვას უკრძალავენ. ინტერნეტში სხვადასხვა საიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარია ფასენს მრავალფეროვანი სამეგობრო წრე ჰყავს და რომ არც მარია და
არც მისი მეგობრები, სახელმწიფო პროპაგანდას - "გეი ევროპისა" და "ნატოში მყოფი მტრების შესახებ", არ ემხრობიან. ევროპა და ევროპული ინტერესები პუტინის უფროსი ქალიშვილისთვის ძალიან ახლოა და როგორც ჩანს, აღზრდისას არავინ უნერგავდა მას საპირისპიროს. მარია 1985 წელს დაიბადა ლენინგრადში, 1990 წლამდე კი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში იზრდებოდა, ამ წლებში ვლადიმერ პუტინი სწორედ გდრ-ში მუშაობდა.

რაც შეეხება მარიას ინტერესებს, ვლადიმიროვნას უყვარს ფილმები: "მატრიცა", "დიუნა", "შოკოლადი", ბრიტანული სერიალები, საყვარელი მწერლები კი ჰერმან ჰესე და ოლდოს ჰაქსლი გახლავთ.

მომზადებულია newtimes.ru-ს მიხედვით
02:45 / 06-02-2016
გურული
0
და მერე რა? ამიტ რისი თქმა გინდათ? პრეზიდენტის სვილია და ( ტანაც ისეთი ქვეყნის მსოფლიოსი რო სიტყვა ეთქმის) და ერგება , ეკუთვნის.....................
17:31 / 05-02-2016
მეტავი ვის რაში აინტერესებს
0
კი პუტინს ორი ქალიშვილი ყავს. წითელ დიპლომზე დაამთავრა მომეწონა...აბა სხვას ვის მისცემდნენ? ისე კოპია დედამისია.
მსგავსი სიახლეები
AMBEBI.GE-ს კორესპონდენტმა სცადა პრეზიდენტისთვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე დაესვა კითხვა
პუტინთან საუბრისას სტოუნმა გაიხსენა რუსული კანონი, რომელიც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას კრძალავს
"მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება მსოფლიოში რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია"
მაისის პერიოდში ბაიკერები აწყობენ მოტოგარბენს, რომლის მიზანი "ფაშიზმზე გამარჯვების" ბერლინში აღნიშვნაა
ბოლო ასეთი საუბარი აპრილის პირველ ნახევარში გაიმართა და დონბასში არსებულ ვითარებას შეეხო
"ზღვის ანგელოზია და ეშმაკს ჭამს ხომ?!"
VIDEO+PHOTO ლუდმილა გასულ წელს 20 წლით უმცროს მამაკაცს გაჰყვა ცოლად
გოგონა "ინსტაგრამზე" წერს, რომ რუსეთი კარგი მხოლოდ მდიდარი ოჯახებისთვისაა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:54 / 29-06-2017  Image რა ვითარებაა რეგიონებსა და თბილისის უბნებში, სადაც ცოტა ხნის წინ ძლიერი წვიმა იყო
საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე მეწყერი ჩამოწვა
18:24 / 29-06-2017  Image ვარკეთილში 19 წლის ბიჭმა 41 წლის მამაკაცი მოკლა - შსს განცხადებას ავრცელებს
+VIDEO მან მამაკაცს გულმკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა
11:33 / 29-06-2017  Image რატომ უნდა გიხაროდეთ, თუ თქვენი შვილი ცაციაა - ცნობილი ცაციები და მათი ცხოვრების სტილი
ლიდერობა ახასიათებთ, უყვართ ცხოველები, საუკეთესოები არიან სპორტსა და ხატვაში...
19:25 / 29-06-2017  Image ლიზა ყენიას "ცხელი" ფოტოები ბათუმიდან
+PHOTO ლიზა ზღვისპირა ქალაქში შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად გაემგზავრა
16:04 / 29-06-2017  Image რატომ დააგვიანეს ავსტრიელმა ტურისტებმა სტამბოლის რეისზე და რა კავშირშია ეს რძის პროდუქტების მწარმოებელ ქართულ ბრენდთან
სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში ოჯახები მართლაც ეჯიბრებიან, თუ ვის შეუძლია უკეთესი სულგუნის დამზადება
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49