საინტერესო ცნობები ვლადიმერ პუტინის საიდუმლოებით მოცულ ქალიშვილზე

საინტერესო ცნობები ვლადიმერ პუტინის საიდუმლოებით მოცულ ქალიშვილზე

მოსკოვში, ნოვინსკის ბულვარზე ოთხი წლის წინ ელიტურ კორპუსში დაცვა დააყენეს, ბინების გაყიდვისას უთითებდნენ, რომ შესვლა მხოლოდ საშვით შეიძლებოდა, სახლს იცავდა შინაგანი ძალები და სპეცნაზი ამერიკული საელჩოდან. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, მსგავსი ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც კორპუსში ახალგაზრდა ქერათმიანი გოგონა გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც დაბურულმინებიანი ჯიპით დაყავდა აურაცხელი რაოდენობის დაცვას. ამ გოგონას დაბადების თარიღი და აღწერილობა ზუსტად ემთხვევა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის - მარიას მონაცემებს.

გოგონას დაცვის წევრები მოწიწებით მარია ვლადიმიროვნას ეძახიან. როგორც ცნობილია, ის უკვე მეოთხე განსხვავებული გვარით რეგისტრირდება ქვეყანაში. მარია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა სამედიცინო ფაკულტეტზე. მისი ერთ-ერთი კურსელი ყვება, რომ მაშას შესახებ ამბობდნენ, საიდუმლო რაკეტების კონსტრუქტორის შვილიაო. შემდეგ ჭორები გავრცელდა, მდიდარი გენერლის ქალიშვილიაო. "გენერალის ქალიშვილი" უზრუნველად ცხოვრობს, ბევრს მოგზაურობს, მდიდრული იახტებით მგზავრობს და უცხოეთში პედაგოგებს ქირაობს. მაგალითად, ლუქს კლასის მეგაიახტაზე სახელად "რია", მეგობრების კამპანიაში მაშამ მოგზაურობა მოაწყო მონტე კარლოს, იტალიის, საფრანგეთის და ესპანეთის გავლით. საზღვაო რეგისტრის ცნობით, იახტის ქირაობა დღეში 8170 ევრო ჯდება.

მარია ვლადიმიროვნა-ვორონცოვა კარგად სწავლობდა: 2011 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე. შემდეგ ასპირანტურაში ჩააბარა ენდოკრინოლოგიურ სამეცნიერო ცენტრში.

დაახლოებით ერთი წლის წინ, ნოვინსკის ბულვარზე ამერიკის საელჩოს სიახლოვეს მდებარე ელიტურ სახლში მეზობლები ვეღარ ხედავდნენ ქერათმიან გოგონას. ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა: მან გოგონა გააჩინა და სამედიცინო მეცნიერების კანდიდატ მარია ფასენად გადაიქცა.

გარდა ქალიშვილის აღზრდისა და სამეცნიერო შრომისა, 30 წლის მარია აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო პროექტში, რომელიც ეხმარება ენდოკრინოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს. ასევე კითხულობს ლექციებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ სტუდენტებს მის ფოტოზე ასახვას უკრძალავენ. ინტერნეტში სხვადასხვა საიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარია ფასენს მრავალფეროვანი სამეგობრო წრე ჰყავს და რომ არც მარია და არც მისი მეგობრები, სახელმწიფო პროპაგანდას - "გეი ევროპისა" და "ნატოში მყოფი მტრების შესახებ", არ ემხრობიან. ევროპა და ევროპული ინტერესები პუტინის უფროსი ქალიშვილისთვის ძალიან ახლოა და როგორც ჩანს, აღზრდისას არავინ უნერგავდა მას საპირისპიროს. მარია 1985 წელს დაიბადა ლენინგრადში, 1990 წლამდე კი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში იზრდებოდა, ამ წლებში ვლადიმერ პუტინი სწორედ გდრ-ში მუშაობდა.

რაც შეეხება მარიას ინტერესებს, ვლადიმიროვნას უყვარს ფილმები: "მატრიცა", "დიუნა", "შოკოლადი", ბრიტანული სერიალები, საყვარელი მწერლები კი ჰერმან ჰესე და ოლდოს ჰაქსლი გახლავთ.

მომზადებულია newtimes.ru-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა