"ტვიტერმა" ტერორიზმის წამახალისებელი 125 000 გვერდი დაბლოკა

"ტვიტერმა" ტერორიზმის წამახალისებელი 125 000 გვერდი დაბლოკა

სოციალურმა ქსელმა "ტვიტერმა" 125 000-ზე მეტი გვერდი დაბლოკა, რომლებიც ტერორიზმის წახალისებას უწყობდა ხელს. "ბიბისის" ცნობით, როგორც "ტვიტერის" განცხადებაშია აღნიშნული, საეჭვო გვერდები სავარაუდოდ, "ისლამურ სახელმწიფოსთან" იყო კავშირში. "ჩვენ ვგმობთ "ტვიტერის" ტერორიზმის წახალისების მიზნით გამოყენებას", - წერია სოციალური ქსელის განცხადებაში.

"ტვიტერს" მსოფლიოს მასშტაბით 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

"ისლამური სახელმწიფოს" გააქტიურების გამო, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მთავრობა სოციალური მედიის ორგანიზაციებს მოუწოდებს მიიღონ საჭირო ზომები ისეთი ონლაინაქტიურობის შესაჩერებლად, რაც ხელს უწყობს ტერორიზმის წახალისებას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა