ირანი სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ოდენობას ხუთჯერ გაზრდის

ირანი სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ოდენობას ხუთჯერ გაზრდის

ირანი მესამე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ფარგლებში, სომხეთში ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობის ხუთჯერ გაზრდას აპირებს. სააგენტო "პრაიმის" განცხადებით, ამის შესახებ ირანის გაზის ექსპორტის ეროვნული კომპანიის დირექტორმა ალირეზა ქამელიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამის შესახებ ირანსა და სომხეთს შორის ერთობლივ შეთანხმებაშიც არის საუბარი, რაც დღეში ხუთ მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.

სააგენტო "Mეჰრ-ის თანახმად, ირანი ყოველდღიურად სომხეთს ერთ მილიონამდე კბმ აირს აწვდის. ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა შესაძლოა გახდეს სომხეთისთვის ირანული გაზის მიწოდების გაზრდის მთავარი ფაქტორი - მიაჩნია კომპანიის დირექტორს.

სააგენტოს ინფორმაციით, ირანმა და სომხეთმა 2015 წლის აგვისტოში ხელი მოაწერეს შეთანხმებას მესამე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რომელიც ორი ქვეყნის ენერგოსისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს. კონტრაქტი, რომელიც 107 მილიონ ევროდ ფასდება, ითვალისწინებს ორი წლის განმავლობაში 275 კილომეტრიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. ირანი იმედოვნებს, რომ ამ პროექტით მიუერთდება საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა