თურქეთის სანაპიროებთან 33 მიგრანტი დაიღუპა

თურქეთის სანაპიროებთან 33 მიგრანტი დაიღუპა

თურქეთის სანაპიროებთან სულ მცირე 33 მიგრანტი დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ტრაგიკული შემთხვევა ეგეოსის ზღვაში მოხდა, სადაც მიგრანტებით სავსე 2 ნავი ჩაიძირა.

თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა 7 ადამიანი გადაარჩინეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელს ეგეოსის ზღვაში 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიმდინარე წელს კი, ამ რიცხვმა 374 შეადგინა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა