თაღ­ლი­თის მი­ერ გა­და­ბი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი და გე­ნი­ა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აფე­რე­ბი

თაღ­ლი­თის მი­ერ გა­და­ბი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი და გე­ნი­ა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აფე­რე­ბი

ძნე­ლად თუ ვინ­მე წარ­მო­იდ­გენ­და, რომ XX სა­უ­კუ­ნის თაღ­ლი­თე­ბის მე­ფედ ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი აფე­რის­ტი ჯო­ზეფ უეილი ცი­ხე­ში ან­და პო­ლი­ცი­ე­ლის ტყვი­ით კი არ და­ი­ღუ­პე­ბო­და, არა­მედ, ას წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი, უსახ­ლ­კა­რო­თა თავ­შე­სა­ფარ­ში და­ლევ­და სულს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გო­ნი­ე­რე­ბით გა­მორ­ჩე­ულ უეილს თაღ­ლი­თის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა სხვა თვი­სე­ბაც - ფან­ტა­ზია, გამ­ძ­ლე­ო­ბა, გა­ბე­დუ­ლე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯის სწო­რად გათ­ვ­ლის უნა­რი იმ­დე­ნად კარ­გად ჰქონ­და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ფსი­ქო­ლო­გი­ა­შიც ისე სიღ­რ­მი­სე­უ­ლად ერ­კ­ვე­ო­და, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მას სა­კუ­თარ ფულ­სა თუ სხვა ქო­ნე­ბას სრუ­ლი­ად ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და ხში­რად სი­ხა­რუ­ლი­თაც კი უთ­მობ­დ­ნენ.

1875 წელს და­ბა­დე­ბულ­მა უეილ­მა ავან­ტი­უ­რის­ტი­სა და მატყუ­ა­რის თვი­სე­ბე­ბი ძა­ლი­ან ად­რე გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნა. ჯო­ზე­ფი ჯერ კი­დევ სულ პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა იყო, რომ ბეც (თა­ნაც - რო­გორც პირ­და­პი­რი, ისე გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით) ფერ­მე­რებს ოქ­როს­ფ­რად შე­ღე­ბილ­ჩარ­ჩო­ი­ან სათ­ვა­ლე­ებს ოქ­რო­სად სრუ­ლი­ად უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ ასა­ღებ­და და რე­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე ოც­ჯერ მეტ თან­ხა­საც სულ ღი­ღინ-ღი­ღი­ნით ახ­დე­ვი­ნებ­და. "ოქ­როს" სათ­ვა­ლე­ე­ბის შემ­დეგ მუც­ლის ჭი­ე­ბის "ჯა­დოს­ნუ­რი" წამ­ლის ჯე­რი დად­გა. ჯო­ზეფ­მა წა­მა­ლი თვი­თონ და­ამ­ზა­და და მი­სი დახ­მა­რე­ბით, მარ­თა­ლია, ჭი­ებს ვე­რაფ­რით, მაგ­რამ სურ­დოს კი რა­ტომ­ღაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­უმ­კ­ლავ­და. "მცი­რე­ო­დე­ნი ცდო­მი­ლე­ბის" მი­უ­ხე­და­ვად, აფე­რის­ტი სა­კუ­თა­რი "გა­მო­გო­ნე­ბით" მა­ინც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა და მის გა­სა­ღე­ბა­საც თა­ვად­ვე შე­უდ­გა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ჯა­დოს­ნუ­რი" წა­მა­ლი მშვე­ნივ­რად იყი­დე­ბო­და, უეილს მა­ინც მოს­ვე­ნე­ბა ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი, რად­გან თავ­ში გა­მუდ­მე­ბით ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის სულ ახალ-ახალ გზებ­ზე ფიქ­რი უტ­რი­ა­ლებ­და. თა­ნაც, ფიქ­რი მხო­ლოდ ფიქ­რად არას­დ­როს რჩე­ბო­და და მა­ლე თაღ­ლით­მა ადა­მი­ა­ნე­ბის მოტყუ­ე­ბის იმ­დენ გზა­სა და სა­შუ­ა­ლე­ბას მი­აგ­ნო თუ თა­ვად­ვე მო­ი­გო­ნა, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს, პო­ლი­ცი­ის ყუ­რადღე­ბის არე­შიც მო­ექ­ცა.

პო­ლი­ცი­ელს, რო­მელ­საც ჯო­ზეფ უეილის უშუ­ა­ლო "მე­ურ­ვე­ო­ბა" და­ე­ვა­ლა, ფრედ ბაკ­მინ­ს­ტე­რი ერ­ქ­ვა და ჩი­კა­გოს პო­ლი­ცი­ის თაღ­ლი­თო­ბას­თან ბრძო­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­და. პო­ლი­ცი­ე­ლი უეილს სულ რამ­დე­ნი­მე დღე უთ­ვალ­თ­ვა­ლებ­და, სა­ნამ ბე­დი გა­უ­ღი­მებ­და და თაღ­ლითს ფაქ­ტ­ზე აიყ­ვან­და. თუმ­ცა, ყო­ჩაღ ბაკ­მინ­ს­ტერს არა­თუ ჯო­ზეფ უიელი არ მი­უყ­ვა­ნია პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, არა­მედ იქ თა­ვა­დაც აღა­რა­სო­დეს გა­მო­ჩე­ნი­ლა. ამის მიზეზი კი 8 ათა­სი დო­ლა­რი გახ­და, რო­მე­ლიც კა­ნო­ნის დამ­ც­ველს ჯო­ზეფ­მა ქრთა­მად გა­და­უ­ხა­და და თან ისიც დას­ძი­ნა, - ეს მხო­ლოდ ჩე­მი დი­ლის "ა­მო­ნა­გე­ბი­ა" და თუ მხარ­ში ამო­მიდ­გე­ბი, შენც გვა­რი­ა­ნად გა­ხე­ი­რე­ბო...

XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში 8 ათა­სი დო­ლა­რი უზარ­მა­ზა­რი თან­ხა იყო და ბაკ­მინ­ს­ტერ­მაც ცდუ­ნე­ბას ვე­რაფ­რით გა­უძ­ლო. იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი უეილ-ბაკ­მინ­ს­ტე­რის მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი წყვი­ლი იმ­დენ და ისეთ უბ­რ­წყინ­ვა­ლეს აფე­რას ახორ­ცი­ე­ლებ­და, რომ მა­თი სა­ხე­ლე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ის­ტო­რი­ის "სკივ­რებ­შიც" კი შე­ი­ტა­ნეს. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ინც, ამ აფე­რის­ტე­ბის მი­ერ ერთ-ერთ ბან­კ­ში მოწყო­ბი­ლი ერ­თ­სა­ა­თი­ა­ნი "სპექ­ტაკ­ლი" იყო, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნ­და, რომ შემ­დ­გომ­ში ამა­ზე ფილ­მიც კი გა­და­ი­ღეს.

იმ პე­რი­ოდ­ში უეილი და ბაკ­მინ­ს­ტე­რი არარ­სე­ბუ­ლი მი­წე­ბის გა­ყიდ­ვით იყ­ვ­ნენ და­კა­ვე­ბულ­ნი და ამას იმ­დე­ნად ოს­ტა­ტუ­რად აკე­თებ­დ­ნენ, რომ მათ ხა­ფან­გ­ში ერ­თხელ თვით ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნიც კი გა­ე­ბა. თუმ­ცა, ზე­მოთ ნახ­სე­ნებ ერ­თ­სა­ა­თი­ან "სპექ­ტაკლს" სულ სხვა გაბ­რიყ­ვე­ბუ­ლი გმი­რი - კა­ნა­დე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი ჰყავ­და, რო­მელ­საც ბაკ­მინ­ს­ტერ­მა "სა­ი­დუმ­ლოდ" გა­ან­დო, - ბან­კის მე­პატ­რო­ნე ნავ­თო­ბით მდი­დარ მი­წას მე­ოთხედ ფა­სად ერ­თა­დერ­თი - ნაღ­დი ფუ­ლის გა­დახ­დის პი­რო­ბით ყი­დი­სო. მი­ლი­ო­ნერს პი­რო­ბა ჭკუ­ა­ში და­უჯ­და, რად­გან ამ გზით, გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დის­თ­ვის თა­ვის არი­დე­ბას ბევ­რად უფ­რო იოლად მო­ა­ხერ­ხებ­და და ამი­ტო­მაც, მი­წის მფლო­ბელ­თან შეხ­ვედ­რას მა­შინ­ვე და­თან­ხ­მ­და. ად­გილ­ზე ჩა­სულ კა­ნა­დელს "ლინ­კოლ­ნი" და­ახ­ვედ­რეს და ისე მი­აბ­რ­ძა­ნეს ბან­კ­ში, სა­დაც ცხოვ­რე­ბა ჩქეფ­და და გად­მოჩ­ქეფ­და: შე­სას­ვ­ლელ­ში დაც­ვა ფხიზ­ლობ­და, სა­ლა­რო­ებ­თან რი­გე­ბი გა­ჭი­მუ­ლი­ყო, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი კლი­ენ­ტებს სა­ბუ­თებს უფორ­მებ­დ­ნენ ან სა­ერ­თო დარ­ბაზ­ში ზედ­მი­წევ­ნით საქ­მი­ა­ნად და­ფუს­ფუ­სებ­დ­ნენ. მი­ლი­ო­ნე­რი მთე­ლი სა­ა­თი ელო­და მე­პატ­რო­ნეს და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ბან­კ­ში ფუ­ლის არ­ნა­ხუ­ლი მო­ჭარ­ბე­ბის გა­მო დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი თუ ეს­მო­და. ამის შემ­დეგ, რო­გორც იქ­ნა, უეილიც გა­მოჩ­ნ­და, რო­მე­ლიც მი­ლი­ო­ნერს ძა­ლი­ან ცი­ვად მი­ე­სალ­მა და მა­შინ­ვე მის კუთ­ვ­ნილ მი­წა­ზე ნავ­თო­ბის არ­სე­ბო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი აუფ­რი­ა­ლა ცხვირ­წინ. დო­კუ­მენ­ტე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ მი­ლი­ო­ნე­რი თან­ხის გა­დახ­დის­თ­ვის უკ­ვე სა­ბო­ლო­ოდ მზად იყო, მაგ­რამ საქ­მე­ში ახ­ლა უკ­ვე ბაკ­მინ­ს­ტე­რი ჩა­ერ­თო და ერ­თხანს გა­ჯი­უ­ტე­ბულ უეილს სა­ბო­ლო­ოდ, ხუ­თა­სის ნაც­ვ­ლად, ოთხა­სი ათას დო­ლა­რად და­ათ­მო­ბი­ნა მი­წა. მი­ლი­ო­ნერ­მა ფუ­ლი მა­შინ­ვე გა­და­ი­ხა­და და სა­ოც­რად კმა­ყო­ფი­ლი გა­ემ­გ­ზავ­რა სამ­შობ­ლო­ში. მაგ­რამ აფე­რა მა­ლე­ვე გა­მომ­ჟ­ღავ­ნ­და და საბ­რა­ლო კა­ნა­დე­ლიც პირ­ში ჩა­ლა­გა­მოვ­ლე­ბუ­ლი დარ­ჩა. განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა