მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა საყვარელი ქალი 70 წლის შემდეგ იპოვა

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა საყვარელი ქალი 70 წლის შემდეგ იპოვა

მეორე მსოფლიო ომის 93 წლის ვეტერანმა ნორვუდ ტომასმა, ქალი, რომელიც ომის პერიოდში გაიცნო და შეუყვარდა, 70 წლის შემდეგ იპოვა. ნორვუდი ამერიკაში, მისი გულისსწორი - 88 წლის ჯოისი მორისი კი ავსტრალიაში ცხოვრობს.

"ეს საუკეთესო რამაა, რაც ცხოვრებაში გამომიცდია" - ამბობს ჟურნალისტთან საუბარში 90 წლის ვეტერანი და საყვარელ ქალს იხუტებს, რომელსაც აშშ-ის შტატ ვირჯინიიდან სამხრეთ ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში ჩააკითხა.

იხილეთ ვიდეო

17 წლის ბრიტანელი გოგონა მორისი და 21 წლის სამხედრო ტომასი პირველად ლონდონში შეხვდნენ ერთმანეთს, ნორმანდიაში სადესანტო ოპერაციის დაწყებამდე. ომის შემდეგ, მამაკაცი ამერიკაში დაბრუნდა და წერილებში სთხოვდა საყვარელ ქალს, ჩაეკითხა მისთვის და ცოლად გაჰყოლოდა. თუმცა, ერთ დღესაც მიმოწერა შეწყდა მორისისგან... ორივემ სხვა ადამიანებზე იქორწინეს. ტომასის მეუღლე 2001 წელს გარდაიცვალა, მორისი კი ქმარს ქორწინებიდან 30 წლის შემდეგ გაეყარა.

გასულ წელს, მორისმა თავის ვაჟს სთხოვა, ეპოვა ტომასი ინტერნეტში. მოხუცებმა ერთმანეთი პირველად "სკაიპით" ნახეს. როცა მათი ისტორია ადგილობრივ მედიასაშუალებებში გახმაურდა, ათასობით ადამიანმა დაიწყო ფულის გადარიცხვა იმისთვის, რომ ტომასის ავსტრალიური მოგზაურობა დაეფინანსებინათ.

ნორვუდი და ჯოისი ვალენტინობას, 14 თებერვალს შეხვდნენ ერთმანეთს. ვინ იცის, იქნებ მათ უკვდავ სიყვარულს ჯერ კიდევ აქვს მომავალი, დაკარგული 70 წლის ასანაზღაურებლად...

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა