"სიკვდილის ველი" - დედამიწის ყველაზე ცხელი ადგილი ყვავილებით დაიფარა

"სიკვდილის ველი" - დედამიწის ყველაზე ცხელი ადგილი ყვავილებით დაიფარა

დედამიწის ყველაზე ცხელ ადგილად მიჩნეული ადგილი, კალიფორნიის შტატში მდებარე ხეობის ტიპის უდაბნო "სიკვდილის ველი", რამდენიმე დღის წინ ყვითელი და ვარდისფერი ველური ყვავილებით დაიფარა. პარკის  განცხადებით, ამის მიზეზი შემოდგომაზე, გასული წლის ოქტომბერში მოსული ძლიერი წვიმაა, რაც ამ ადგილისთვის უიშვიათესი შემთხვევაა.

1913 წლის 10 ივლისს, "სიკვდილის ველზე" დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ტემპერატურა დედამიწაზე +56,7 გრადუსი ცელსიუსით. აღსანიშნავია, რომ ეს ხეობა ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დაბალი ადგილია და ზღვის დონიდან 85 მეტრით დაბლა მდებარეობს.

ყვავილები "სიკვდილის ველისთვის" მართლაც გასაოცარი შემთხვევაა, ეს უდაბნო ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მშრალი ადგილიცაა.

წყარო: washingtonpost.com

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა