დონალდ ტრამპმა დებატებში განაცხადა, რომ დიდი პენისი აქვს

დონალდ ტრამპმა დებატებში განაცხადა, რომ დიდი პენისი აქვს

გუშინ საღამოს ამერიკაში, დეტროიტში რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატების რიგით მეთერთმეტე დებატები გაიმართა. დარჩენილი ოთხი კანდიდატიდან დონალდ ტრამპი ტრადიციულად ყველაზე მეტს საუბრობდა და ყოველი მისი სიტყვა შეურაცხმყოფელი იყო ამომრჩევლების და სხვა კანდიდატებისთვის. თუმცა ამჯერად ტრამპმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რაზეც დღემდე არასოდეს უსაუბრია: საკუთარი პენისის ზომაზე.

"შეხედეთ ჩემს ხელებს - ეს პატარა ხელებია? როგორც ამბობენ, ვისაც პატარა ხელები აქვს, სხვა რამეც პატარა აქვსო. გარწმუნებთ, რომ იქ არანაირი პრობლემა არ არის, გარანტიას გაძლევთ", - განაცხადა ტრამპმა. ამგვარად, რესპუბლიკელთა ყველაზე პოპულარულმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ამერიკის მოსახლეობას განუცხადა, რომ დიდი პენისი აქვს.

მომზადებულია gawker.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა