მალაიზიური თვითმფრინავის საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების ისტორია

მალაიზიური თვითმფრინავის საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების ისტორია

მსოფლიო ავიაციის ყველაზე დიდი საიდუმლო კვლავ ამოუხსნელია. ზუსტად ორი წლის წინ გაუჩინარებული მალაიზიური ლაინერის კვალის პოვნა ამ დრომდე ვერ შეძლეს. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

2014 წლის 8 მარტს კუალა-ლუმპურიდან პეკინისკენ მიმავალი მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი "ბოინგ 777" ადგილობრივი დროით 0:41 წუთზე აფრინდა. თუმცა, რადარებიდან მალევე გაქრა. როგორც ექსპერტები აცხადებენ, თვითმფრინავი გამართული იყო და კატასტროფის წინაპირობა არ არსებობდა. მას შემდეგ ლაინერის კვალს ვერ მიაგნეს.

სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 12 წევრი იყო.

თვითმფრინავი დაახლოებით, მალაიზიასა და ვიეტნამს შორის არსებული ზღვის თავზე იყო, როდესაც მასთან კონტაქტი დაიკარგა. მოგვიანებით მალაიზიის მთავრობამ მოიპოვა ინფორმაცია სამხედრო რადარებიდან, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავმა უცნობი მიზეზების გამო კურსი შეცვალა, დასავლეთისკენ აიღო გეზი და მალაზიის სანაპიროებს გაუყვა, რის შენდეგაც მისი კვალი დაიკარგა. იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა