ნადია სავჩენკო - უკრაინის ეროვნული გმირი და პუტინის პირადი პატიმარი

ნადია სავჩენკო - უკრაინის ეროვნული გმირი და პუტინის პირადი პატიმარი

3 მარტს უკრაინელმა მფრინავმა ნადია სავჩენკომ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. 2-წლიან წინასწარ პატიმრობაში მყოფმა სავჩენკომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი საქმის განხილვა რუსეთის დონეცკის სასამართლომ 9 მარტამდე გადადო და სავჩენკოს საბოლოო სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა.

იხილეთ სიუჟეტი PALITRATV.GE-ზე

ნადეჟდა სავჩენკო 1981 წლის 11 მაისს, კიევში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო დიზაინერის სპეციალობა. სწავლობდა კიევის ნაციონალურ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ერთ წელიწადში უკრაინის სამხედრო ძალების სამსახურში გადაინაცვლა. 6 თვის განმავლობაში, უკრაინის მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტთან ერთად ერაყში იმყოფებოდა. წლების განმავლობაში მიიღო უფროსი ლეიტენანტის წოდება და გახდა "Ми-24"-ის შტურმან-ოპერატორი.

სავჩენკო 2014 წლიდან არის უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, მუდმივი დელეგაციის წევრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, უკრაინის სახალხო გმირი. 2014 წლიდან იმყოფება ვორონეჟის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში. დღემდე ელოდება სასამართლოს განაჩენს...

უკრაინული მხარის ვერსია

2014 წლის 8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ნადეჟდა სავჩენკო იმყოფებოდა რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ, ვორონეჟის წინასწარი პატიმრობის საკანში. სავჩენკოს თქმით, ის ძალის გამოყენებით თავზე ტომრითა და ხელბორკილებით გაიყვანეს უკრიანის ტერიტორიიდან.

2014 წლის 30 ოქტომბერს უკრიანის გენერალურმა პროკურატურამ იგორ პლოტნიკევსა და ალექსანდრა პოპოვას ბრალი უკრაინელი მფრინავის გატაცებაში დასდეს. პრკურატურის დასკვნის თანახმად, 2014 წლის 17 ივნისს მათ განახორიცილეს თავდასხმა ბატალიონ "აიდარზე" , ტყვედ წამოიყვანეს სავჩენკო და გაიყვანეს უკრაინიდან. გატაცებაში რუსი მაღალჩინოსნები ფიგურირებდნენ განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა