"ტერორიზმს დავაჩოქებთ" - უმძიმესი ფოტოები ანკარიდან, სადაც ტერაქტმა 37 ადამიანი იმსხვერპლა

"ტერორიზმს დავაჩოქებთ" - უმძიმესი ფოტოები ანკარიდან, სადაც ტერაქტმა 37 ადამიანი იმსხვერპლა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პირობას დებს, რომ ტერორიზმს "დააჩოქებს". ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ერდოღანმა ანკარაში, გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქება თურქეთის უსაფრთხოების ძალებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გახდა დანაღმული ავტომანქანა, რომელიც ორ ავტობუსს შორის იდგა. ანკარაში აფეთქება ავტობუსის გაჩერებაზე, გიუვენ-პარკთან, ერთ-ერთი ბიზნეს-ცენტრის სიახლოვეს მოხდა. ტერაქტის ადგილი ქვეყნის პრემიერ მინისტრის ოფისიდან 200 მეტრის დაშორებითაა.

ბოლო მონაცემებით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 37, ხოლო დაშავდა 125 ადამიანი. ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეჰმეთ მუეზზინოღლუმ განაცხადა. მისივე თქმით, აფეთქების შედეგად დაშავებული 71 ადამიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება. მათგან 15 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ანკარაში გუშინ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა, როგორც თურქეთის დაზვერვის სამსახურის წყარო იტყობინება, მთავრობა ეჭვობს, რომ თავდასხმა "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ან მასთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული.

შეგახსენებთ, ერთი თვის წინ, 17 თებერვალს ანკარაში კიდევ ერთი ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელსაც 28 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა დაშავებულია - 61.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა