კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:43 / 15-03-2016
9 შეცდომა, რომელიც გავლენიანმა დასავლურმა გამოცემებმა დაუშვეს
წარმოგიდგენთ შემთხვევებს დასავლურ მედიაში, როდესაც მედიასაშუალებებს სერიოზული შეცდომები გაეპარათ.

1. "ნიუ-იორკ პოსტმა" 2013 წელს ბოსტონის მარათონზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, გაზეთის პირველ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახული იყო ორი ახალგაზრდა მამაკაცი. სათაური იუწყებოდა, რომ სწორედ ეს ორი ადამიანი იყო პასუხისმგებელი აფეთქებებში. როგორც გაირკვა, მათ არანაირი ბრალი არ მიუძღოდათ მომხდარში და ახალგაზრდებმა გამოცემას უჩივლეს.

2. კანადურმა გაზეთმა The Globe and Mail ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მაიკლ ჰაიდენის შესახებ დაწერა, რომ ის აეროპორტში სროლისას დაიღუპა. მედია "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ ყალბ ინფორმაციას დაეყრდნო.

3. 2000 წელს Associated Press-მა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახული იყო დასისხლიანებული მამაკაცი და პოლიციელი ჯოხით ხელში. ფოტოს ახლდა წარწერა: "ისრალის პოლიცია და პალესტინელი მამაკაცი". ფოტო და წარწერა ერთად აღიქმებოდა ისე, თითქოს პოლიციელმა პალესტინელი ცემა. მაგრამ სინამდვილეში დასისხლიანებული მამაკაცი ამერიკელი ებრაელი ტუვა გროსმანი გახლდათ, რომელიც იერუსალიმში გავლით მოხვდა და პალესტინელების განრისხებული ჯგუფის თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ფოტოზე აღბეჭდილი იყო ის ეპიზოდი, როდესაც პოლიციელმა მამაკაცი გადაარჩინა.

4. გამოცემამ The Sun გამოაქვეყნა სტატია ჯოანა იეითსის შესახებ, რომელზეც განახორციელეს სექსუალური ძალადობა და დაახრჩვეს. გაზეთში გამოქვეყნდა დამნაშავის ფოტო, სადაც ჭაღარა მამაკაცზე წერდნენ, რომ ის გახლდათ მკვლელი და მოძალადე. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ გამოცემამ შეცდომა დაუშვა და რეალური დამნაშავე სულ სხვა პიროვნება იყო.

5. 1983 წელს გამოჩნდა "ჰიტლერის დღიურები", მისი პირადი ჩანაწერების დიდი არქივი. დღიურები 9.3 მილიონ გერმანულ მარკად დასავლეთ გერმანულმა გამოცემა "სტერნმა" შეიძინა. შემდეგ მან ჩანაწერების გამოქვეყნების უფლება მიყიდა ამერიკულ გამოცემა The Sunday times-ს. რამდენიმე პუბლიკაციის შემდეგ გაირკვა, რომ ჩანაწერები ყალბი იყო. შედეგად, ყალთაბანდობისთვის რამდენიმე ადამიანი ციხეში ჩასვეს, გაზეთების რედაქტორებმა კი სამსახური დაკარგეს.

6. 2006 წელს "როიტერმა" გამოაქვეყნა პალესტინის ერთ-ერთი ქალაქის ფოტო, რომელიც ისრაელის ავიაციის დარტყმიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იყო გადაღებული. სააგენტოს ფოტოგრაფმა
You must have Flash Player installed in order to see this player.
მეტი დრამატიზმისთვის, სურათი ფოტოშოპით დაამუშავა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც "როიტერის" ფოტო უმსხვილესმა გამოცემებმა გადაბეჭდეს. სააგენტომ ბოდიში მოიხადა და ფოტორეპორტიორი სამსახურიდან გაათავისუფლა, მისი 920 ფოტო კი საიტიდან წაშალა. ასევე, "როიტერმა" რამდენიმე წლის წინ შეცდომით გამოაქვეყნა ჯორჯ სოროსის ნეკროლოგი, რაზეც ასევე ბოდიში მოიხადა.

7. 2011 წელს "ბლუმბერგმა" აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინტერვიუ გამოაქვეყნა. აზერბაიჯანულმა მხარემ პრეტენზია გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ფრაზა, რომელიც სათაურში იყო გატანილი, ალიევს არ უთქვამს. სააგენტომ ბოდიში მოიხადა და მომხდარი ტექნიკური ხარვეზით ახსნა.

8. 2003 წელს "ნიუ იორკ თაიმსში" სკანდალი ატყდა. აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტი ჯეისონ ბლერი 4 წლის განმავლობაში რედაქტორებს და მკითხველს ატყუებდა. კერძოდ, სხვა მედიასაშუალებებიდან მითვისებულ მასალებს თავის ექსკლუზიურ რეპორტაჟებად ასაღებდა და აქვეყნებდა ყალბ ინტერვიუებს. გაზეთიდან არა მხოლოდ თვითმარქვია ჟურნალისტი მიაბრძანეს, არამედ ორი რედაქტორიც.

9. ბოდიშის მოხდა ამერიკულ "ენბისისაც" მოუხდა. ტელევარსკვლავმა ბრაიან უილიამსმა პირდაპირ ეთერში მოჰყვა, თუ როგორ ჩამოაგდეს ერაყელმა მეამბოხეებმა ის ვერტმფრენი, რომელშიც ჟურნალისტი იჯდა და როგორ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილი იყო. ტელევარსკვლავი სამსახურიდან გაუშვეს.

მომზადებულია cracked.com-ს მიხედვით
08:26 / 16-03-2016
აბა რუსთავი2 დღეში ათჯერ უნდა იხდიდეს ბოდიშებს.
vaja22
16:10 / 15-03-2016
კიდევ ერთი:
ჰოლანდიური გაზეთის ბოდიში იოჰან კრუიფის გარდაცვალების ცნობის გამოქვეყნებისთვის "The Dutch newspaper Volkskrant has apologised after it tested its new app by publishing a story wrongly reporting the death of Johan Cruyff."
http://www.theguardian.com/football/2014/aug/20/dutch-newspaper-apologises-fake-report-johan-cruyff-death
ID
მსგავსი სიახლეები
პრინცი უილიამი არდადეგებს 24 წლის მოდელთან, სოფი ტეილორთან ერთად ალპებში ატარებს
"ღმერთმა ქალებს წვერი იმიტომ არ მისცა, რომ მოპარსვის დროს ისინი არ დაჩუმდებოდნენ და მოპარსვა შეუძლებელი იქნებოდა"
"ბოლო წლების ისტორიაში არც ერთ მმართველს მსგავსი არაფერი ჩაუდენია"
ბრენდული სამოსი, მდიდრული ჩანთები, საუკეთესო ფეხსაცმელი და მოდური აქსესუარები...
სმიტი 1998 წელს თეთრი სახლის ყოფილი სტაჟიორის მონიკა ლევინსკის ადვოკატი იყო
ბავშვების საყვარელი პროდუქტის - შოკოლარისა და არაქისის პასტა "ნუთელას" გარშემო სკანდალი ატყდა
აშშ-ში დონალდ ტრამპის ვაჟის ვიდეო რგოლს დიდი სკანდალი მოჰყვა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:14 / 29-03-2017  Image რატომ დააკავეს ცნობილი იუმორისტის დათო როსტომაშვილის ვაჟი
გიორგი როსტომაშვილთან ერთად დაკავებულია სახალხო მკურნალის, ბიჭიკო ასკურავას შვილიშვილი ნიკა მჭედლიანი
19:02 / 29-03-2017  Image პოპულარული მომღერალი "იქს ფაქტორში", რომლის გამოჩენამ ქასტინგზე მენტორები გაამხიარულა
რატომ გადაწყვიტა პოპულარულმა მომღერალმა "იქს ფაქტორში" მისვლა, თავად მისგან შეიტყობთ
12:48 / 29-03-2017  Image ვახტანგ რჩეულიშვილი უგონოდაა: "იცოდა დაავადების შესახებ, თუმცა მეოთხე სტადია რომ ჰქონდა, ვუმალავდით"
"რისი სიმსივნეა, არ ვიცი, მაგრამ ლიმფურ ჯირკვლებშია გასული"
11:49 / 29-03-2017  Image 4 პრემიერ-მინისტრის გახმაურებული მკვლელობა, რომელთა კვალიც მათ ოპონენტებამდე მიდის
პოლიტიკური მკვლელობები თანამედროვე მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია
15:49 / 18-01-2014  Image არ მიირთვათ ეს! აკრძალული პროდუქტების სია
მავნებელი პროდუქტების სია ასე გამოიყურება
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49