5 უცნობი ფაქტი სტალინის შესახებ

5 უცნობი ფაქტი სტალინის შესახებ

წარმოგიდგენთ 5 საინტერესო ფაქტს საბჭოთა კავშირის დიქტატორის, იოსებ სტალინის შესახებ, რომელმაც მსოფლიო შეცვალა.

1. მისი გვარი ”რკინის კაცს” ნიშნავს

სტალინს ”რკინის კაცის” ტიტული მიანიჭეს. ეს ზედმეტსახელი იდეალურად ერგებოდა საბჭოთა კავშირის ლიდერის სახეს. ამასთან, გვარად სტალინის არჩევა ფარავდა მის ნამდვილ იდენტობას და იცავდა მისი ოჯახის წევრებს მკვლელობის მცდელობებისგან, რომელიც მასზე ხორციელდებოდა.

2. მას შესაძლოა, არ უთქვამს სტატისტიკის შესახებ ცნობილი ფრაზა

”ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონის სტატისტიკა” - ცივი, სასტიკი, მაგრამ სწორი სიტყვები, რომელსაც სტალინს მიაწერენ. თუმცა ცოტაა იმის მტკიცებულება, რომ ეს ფრაზა მართლა სტალინმა წარმოთქვა. პირველად ამის შესახებ გერმანელმა მწერალმა ერიხ მარია რემარკმა განაცხადა. იქიდან გამომდინარე, რომ რემარკი პაციფისტი გახლდათ და ომის წინააღმდეგ იბრძოდა, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ მისი ნათქვამი ფიქციაა.

3. საკუთარი შვილის დასაბრუნებლად გამოსასყიდი არ გადაიხადა

მეორე მსოფლიო ომის დროს მისი ვაჟი იაკობი ნაცისტებმა ტყვედ აიყვანეს. ჰიტლერმა გადაწყვიტა გამოსასყიდი მოეთხოვა, მაგრამ სტალინმა ნებისმიერი სახის გარიგებაზე უარი განაცხადა. როგორც არ უნდა ეწამებინა ჰიტლერს მისი შვილი, სტალინი მასთან გარიგებას არ აპირებდა. შედეგად, მისი ვაჟი ციხეში გარდაიცვალა.

4. მან ნახევრად ადამიანის, ნახევრად მაიმუნის ჰიბრიდის შექმნა უბრძანა მეცნიერებს.

მას უნდოდა შეექმნა ახალი ადამიანი, რომელსაც არ ეცოდინებოდა ტკივილი და არ მიაქცევდა ყურადღებას საჭმლის ხარისხს. სტალინმა მეცნიერებს უბრძანა ადამიანის და მაიმუნის ჰიბრიდის შექმნა. ეს ჰიბრიდი უნდა ყოფილიყო დიდებული ჯარისკაცი, დიდი ძალით, მაგრამ განუვითარებელი ტვინით, რათა მარტივად კონტროლირებადი ყოფილიყო. ასეთი ადამიანი დააჩქარებდა რუსეთის ინდუსტრიულ განვითარებას. სამწუხაროდ, მეცნიერმა ილია ივანოვმა დავალება ვერ შეასრულა. ამის გამო ის დააკავეს და ყაზახეთში გახიზნეს.

5. სტალინი მღვდლობას აპირებდა

სანამ მემარცხენე იდეები გაიტაცებდა, სტალინი აპირებდა მღვდელი გამხდარიყო. ის თბილისის თეოლოგიურ სემინარიაში სწავლობდა და სურდა, კურთხევა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიეღო. თუმცა, შემდეგ მან მარქსისტული ლიტერატურა აიღო ხელთ და მღვდლობა გადაავიწყდა.

მომზადებულია thevintagenews.com-ს მიხედვით.