ტერორისტებმა ბელგიაში ოთხი პოლიციელი დაჭრეს

ტერორისტებმა ბელგიაში ოთხი პოლიციელი დაჭრეს

პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებულ საქმეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ბრიუსელში ოთხი პოლიციელი დაიჭრა. მათგან ერთი მძიმედ არის დაჭრილი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ტყვიები თავის არეში აქვს მოხვედრილი. ამის შესახებ ადგილობრივი პრესა იუწყება.

სამართალდამცველებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი სახლის გასაჩხრეკად მივიდნენ. მომხდარზე დეტალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ასევე უცნობია, რამდენი სავარაუდო ტერორისტი მონაწილეობდა სროლებში, რომლებიც მათ და სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობდა.

შემთხვევის ადგილზე 50-ზე მეტი პოლიციელი, სამხედროთა ქვედანაყოფი და ჯავშანმანქანები იმყოფება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა