ქართველებო, თქვენი გმირი მასობრივი მკვლელია!

ქართველებო, თქვენი გმირი მასობრივი მკვლელია!

მაშინ როცა ქართველი პოლიტიკოსები სტალინის ფოტოს კაბინეტში დაკიდებით "გვემუქრებიან", მის ეპოქალურ ღვაწლზე, მასზე როგორც "გამოჩენილ პიროვნებაზე", "დიდ პოლიტიკოსსა" და "ძალიან დიდ მხედართმთავარზე" საუბრობენ, როგორც ჩანს, ავიწყდებათ ის დანაშაულები, რომელიც ბელადის სახელს უკავშირდება.

კავკასიის ბარომეტრის 2012 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 45% დადებითად არის განწყობილი სტალინის მიმართ. ქვეყნის მასშტაბით იდგმება ბიუსტები და ქანდაკებები საბჭოთა ბელადისა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ისტორიკოსები ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან, ზუსტად რამდენი ადამიანი შეიწირა სტალინმა. სავარაუდო მსხვერპლის რაოდენობა 20-იდან 60 მილიონამდე მერყეობს.

"ჯამპსტარტ ჯორჯიამ" საინტერესო ინფოგრაფიკით ვიზუალურად გამოსახა სტალინის მსხვერპლთა რაოდენობა:

ნახეთ ინფოგრაფიკა

  • 1 მილიონი დაჭერილი ან გადასახლებული
  • 9 მილიონი საკუთარი მიწებიდან გასახლებული გლეხი
  • 2 მილიონი მასიური კოლექტივიზაციის შედეგად დაკავებული და განდევნილი
  • 6 მილიონი ხელოვნური შიმშილობის დროს დახოცილი
  • 1 მილიონი "დიდი ტერორის" დროს დასჯილი
  • 4 მილიონი შრომით ბანაკებში წარგზავნილი

მათ შორის პოლიტიკური მიზეზებით დასჯილნი (1921-1953 წლები):

  • 799 473 სიკვდილმისჯილი
  • 2 634 397 ბანაკებსა და ციხეებში გაგზავნილი
  • 413 512 გადასახლებული

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა