"იყო რაღაც ჩანთა, რომელიც აფეთქდა" - რას ყვება ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებას შეესწრო

 "იყო რაღაც ჩანთა, რომელიც აფეთქდა" - რას ყვება ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებას შეესწრო

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" კორესპონდენტი ქეთევან ქარდავა, რომელიც ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში მომხდარ ორმაგ აფეთქებას შეესწრო, შემთხვევის დეტალებს იხსენებს. როგორც მან "მოამბის" ეთერში ჩართვის დროს განაცხადა, ბრიუსელის აეროპორტში ჩანთა აფეთქდა.

ქარდავას თქმით, პირველი აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 08:05 საათზე მოხდა, რომელსაც მეორე, კიდევ უფრო ძლიერი აფეთქება რამდენიმე წამში მოჰყვა. მისი თქმით, პარიზის ტერაქტის შემდეგ ბრიუსელის აეროპორტში ჯარისკაცები პატრულირებენ, თუმცა მათ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.

იხილეთ პირველი კადრები

დაათვალიერეთ ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

"უცბად დაიწყო პანიკა, კივილი. ხალხმა ქაოსურად სირბილი დაიწყო აქეთ-იქეთ. როდესაც გავიხედე ბილეთების პუნქტის წინ, რაღაც აფეთქდა. იყო რაღაც ჩანთა, რომელიც აფეთქდა და შემდეგ გაიტანეს. ადამიანები ძირითადად დაშავდნენ იმ ნამსხვრევებით, რომლებიც აეროპორტის სახურავიდან ცვიოდა", - განაცხადა ქარდავამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მგზავრები გადაყვანილები არიან ასაფრენ ბილიკზე, საიდანაც ავტობუსებით მოხდება მათი გაყვანა მას შემდეგ, რაც საფრთხე მოიხსნება. "გვაფრთხილებენ, რომ საფრთხე მოხსნილი არ არის და ნებისმიერ წუთს უნდა ვიყოთ მზად განმეორებითი აფეთქებისთვის", - აღნიშნა ქეთევან ქარდავამ.

ასევე წაიკითხეთ: ნგრევა, პანიკა, დაშავებულები - ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქების პირველი ფოტოები

Brussels airport rocked by two explosions

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა